• რეკლამა
  • კონტაქტი
05:29, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო – განსხვავებულთა ერთობა -“ლელომ” ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს თავის ხედვა წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
12:21 10-16-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

საქართველო – განსხვავებულთა ერთობა – ამ პათოსით დღეს “ლელოს” სათაო ოფისში პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სოფიო შამანიდიც ესწრებოდა. მათ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით პარტიის პროგრამული ხედვა წარადგინეს. შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე ამ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.

„დღეს რომ  ჩვენ ასეთი საინტერესო ქვეყანა ვართ, ამას ქმნის ჩვენი ისტორიული ფესვები და ერთად ცხოვრება“-ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან შეხვედრისას ისაუბრა.  

„ნამდვილად უნიკალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ისტორიულად ჩვენი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ყოველთვის ჩვენი სიმდიდრე იყო და საქართველო ყოველთვის იდგა ამ სიმდიდრეზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი, პირადად მე ვიზრდებოდი ისეთ უბანში, სადაც ბევრი რელიგიისა და კულტურის წარმომადგენელი ვცხოვრობდით ერთად, ეს იყო მართლა დიდი ბედნიერება და სწორედ ამას ჰქვია საქართველო,“- განაცხადა ხაზარაძემ. 

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სოფიო შამანიდის განმარტებით, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. შეხვედრაზე იმსჯელეს პარტიის ხედვაზე და გეგმებზე, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით. 

„ლელოს“ ოფისში დღეს შევხვდით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს. ჩვენ მათ გავუზიარეთ ჩვენი ხედვა და პროგრამა. ასევე, შევხვდით ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინც ამ საკითხზე მუშაობს. ეს იყო დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გამოვიტანეთ განსახილველად, მოვისმინეთ მათი შენიშვნები, რეკომენდაციები და უკვე დამუშავებულ ვარიანტს ფართო საზოგადოებას ოფიციალური პროგრამის სახით წარვუდგენთ,“ – აღნიშნა შამანიდმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ახალი ამბები

Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

14:56 10-22-2026
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ახალი ამბები

თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

14:05 10-22-2026
არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს

08:01 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved