• რეკლამა
  • კონტაქტი
13:51, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელოს ხედვა – ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალი” -“ლელომ” პროგრამა წარადგინა

ალია ავტორი - ალია
12:27 10-14-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

“ლელოს ხედვა – ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალი” -“ლელომ” პროგრამა წარადგინა. 

პარტიის პროექტი ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალი- ღონისძიება  პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ გახსნა. ხოლო პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა მედეა მეტრეველმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო “ლელოს” პროგრამა ქალების გაძლიერებასთან დაკავშირებით. წარდგენის შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომელიც საქართველოში ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხო. 

“ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ “ლელოს” გუნდი ქალების გაძლიერებას უწყობს ხელს და პარტია შექმნის დღიდან ქალებით იყო დაკომპლექტებული. სწორედ ამის გამო, პარტიისთვის გაუგებარი იყო ქალების კვოტირების საკითხი, რადგან “ლელო” მათ ყოველთვის თანაბარ ძალად მიიჩნევდა. 

“კვოტირების გამოცხადების პირველივე დღიდან ჩვენი პარტიისთვის გაუგებარი იყო, რა საჭიროებას წარმოდგენა იგი. რადგან “ლელოს” გუნდი შექმნის დღიდან დაკომპლექტებულია ქალებით და ვთვლით, რომ მათ შეუძლიათ ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა. დღეს თუ ეს ქვეყანა ვინმეზე დგას, დგას ქალებზე. ამას ვლაპარაკობ არა იმის გამო, რომ ქალი არის დედა, მშობელი ან შვილი, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით, დღევანდელ დღემდე რომ მოვედით, ეს არის ჩვენი ემიგრანტი ქალების დამსახურება, რომლებმაც თავიანთი ურთულესი შრომის ხარჯზე მოიყვანეს ეს ქვეყანა დღევანდელ დღემდე. ამიტომ დადგა დრო, ქალები გამოვიდნენ წინა პლანზე, ჩვენ ამას ყოველ ჯერზე შევუწყობთ ხელს. “ლელოს” ამოცანაა რაც შეიძლება ბევრი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალი ამ ქვეყანაში. 
“ლელოს ახალი მარშალის გეგმას”, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში შეიქმნა პირველად, რომელსაც 4 წელში ამ ქვეყნის გამოყვანა შეუძლია კრიზისიდან, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ქალთა, ეკონომიკური, კულტურული თუ შემეცნებითი მიმართულებით,” – განაცხადა ხაზარაძემ. 


“ძლიერი ქალი ნიშნავს ძლიერ ქვეყნას”-ამის შესახებ “ლელოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა მედეა მეტრეველმა ღონისძიების მსვლელობისას არაერთხელ ისაუბრა. მისი განმარტებით, “ლელო” ხელს უწყობს ქალების გაძლიერებასა და ინტეგრირებას სხვადასხვა სფეროში. 

“ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ქალების ეკონომიკურად გაძლიერებაზე, თუ ჩვენ ვსაუბრობთ თანასწორ გარემოზე, თანასწორ საზოგადოებაზე, ქალების უფლებები, მათ შორის  შრომით ანაზღაურების კუთხით თუ სხვა მიმართულებით, უნდა იყოს დაცული. რადგან ქალთა სიღარიბესთან ბრძოლისთვის ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ძლიერი ქალი ნიშნავს ძლიერ ქვეყნას და ეს ამ დარბაზში არაერთხელ ვთქვით, ჩვენი პარტია ამ მიმართულებას დიდ მხარდაჭერას უცხადებს. “ლელოს” მარშალის გეგმის” მიხედვით ქალთა გაძლიერება ჩვენი პრიორიტეტია,” – აღნიშნა მეტრეველმა. 


შეგახსენებთ, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და “ლელოს” ქალთა საბჭოების წევრები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved