• რეკლამა
  • კონტაქტი
14:46, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩხოროწყუში “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ადგილობრივებს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ბელქანია წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
17:56 09-11-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ჩხოროწყუში “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ადგილობრივებს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ბელქანია წარუდგინა. ღონისძიებას პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.  

“ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მისი ბიზნესიდან პოლიტიკაში წასვლის მიზეზებზე ისაუბრა და ადგილობრივებს ლელოს “მარშალის გეგმის” მნიშვნელობა განუმარტა.

“ჩემი პოლიტიკაში მოსვლა არის სერიოზული გადაწყვეტილება, წამოვედი ბიზნესიდან იმიტომ, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას აქედან. ჩემს მეგობრებთან ერთად ქვეყანას გამოვიყვანთ სიღატაკიდან, ნეპოტიზმიდან და უიმედობიდან. ამას შევძლებ, დარწმუნებული ვარ, რადგან ლელოში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ახალი ხედვები აქვთ და დავამარცხებთ იმ მდგომარეობას, რომელშიც არსებულმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” ეს ქვეყანა მიიყვანა. 
მინდა დავამარცხოთ შიში,  რადგან უამრავ ადამიანს ვხვდებით და გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვერდით არიან, მაგრამ ეშინიათ, სოციალური დახმარება არ მოუხსნან. 30 წლის წინ საქართველომ იბრძოლა თავისუფლებისთვის და დღეს ეს თავისუფლება “ქართულ ოცნებას” უნდა, რომ ჩაკლას მოსახლეობაში, მაგრამ ამის ნებას არ მივცემთ. არც იმის ნებას მივცემთ, რომ რუსეთისკენ წაგვიყვანონ და რუსული პოლიტიკა მოგვახვიონ თავს. სანამ ამას საბოლოოდ არ დავასრულებთ, ვერ მივალთ სრულ თავისუფლებამდე,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.  

ხაზარაძის თქმით, ქვეყნის შენება იმ აუცილებელი პროექტებით უნდა დაიწყოს, რომელიც დასავლეთისკენ წაგვიყვანს და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. 

“ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი პროგრამა, რომელიც “ლელოს” დამფუძნებლებმა უცხოელ პარტნიორებთან ერთად შევადგინეთ. “ლელოს” “მარშალის გეგმა”, საქართველოს რეკონსტრუქციის გეგმა არის ის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აბსოლუტურად სხვა რელსზე წაიყვანს, ეს არჩევანი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს ახალი კომპანიების შენების გამოცდილება, ისე, რომ არავის დახმარება არ დაგვჭირვებია, ახლაც იგივეს ვგეგმავთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ,”- აცხადებს ხაზარაძე. 
 
ადგილობრივებს თამარ ბელქანიამ მიმართა და მათ თავის პოლიტიკურ ცხოვრებასა და შეხედულებებზე ესაუბრა, ბელქანიამ, მოსახლეობას ის გეგმები გააცნო რომლის განხორციელებასაც “ლელოსთან ერთად გეგმავს. 

“არასდროს ვყოფილვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და “ლელოში” კი იმიტომ მოვედი, რომ ვენდობი მათ და ვიცი, რომ ქვეყნის მომავალს უკეთესობისკენ წარმართავენ. მთელი სამყაროს წინაშე დავდგები ოღონდ სამეგრელო გამოვიდეს ამ გაჭირვებიდან და მე ამას ლელოსთან ერთად გავაკეთებ,”- განაცხადა თამარ ბელქანიამ.
“ლელოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას მიმართა და”ლელოსთან” ერთად რეგიონში სამომავლო ცვლილებებზე ისაუბრა.

“მე ზურგს  მიმაგრებს გუნდი, რომელმაც იცის, ეს ქვეყანა ჭაობიდან როგორ ამოიყვანოს, არათუ ამოიყვანოს, არამედ ზუსტად იცის, როგორ ატაროს იმ გზით, რომელიც წარმატებას მოუტანს. ახალგაზრდებს, რომლებიც აქ დგანან, სჭირდებათ კარგი განათლება, ყველა ოჯახს შემოსავალი და ქვეყანას ეკონომიკური კეთილდღეობა. ამ ყველაფრის გასაღები კი “ლელოა” თავისი რეალისტური გეგმით და დიდი გამოცდილებით,”- აცხადებს ალექსანდრე ახვლედიანი.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved