• რეკლამა
  • კონტაქტი
16:08, ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხმაურით შეწუხებული 73 წლის ქალი ახალგაზრდებს ნაჯახით მიუვარდა – ინცინდენტი რუსთავში

ალია ავტორი - ალია
01:25 08-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ღამით ახალგაზრდების ხმაურით შეწუხებულმა ქალმა მათი შეკრების ადგილი პატარა ცულის საშუალებით დაარბია, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც იყო მობილიზებული.

როგორც “ინფო რუსთავს” ქალმა უამბო, მისი საცხოვრებელი ბინის გვერდით ავტომომსახურების ცენტრია, სადაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ახალგაზრდები შუა ღამემდე არიან შეკრებილები და ხმაურობენ.

“მთელი თვე ვეხვეწები, რომ 10 საათზე დაკეტეთ და დაგვაძინეთ. აქედან ვეტყვი რამეს, მაგინებენ, ვინც ღამე იკრიბებიან ისინი. მეპატრონემ შეიძლება დაკეტოს ღამე, მაგრამ გასაღები დევს იქ, მოდიან სხვები, აღებენ და არის ერთი ამბავი…

წუხელის ორ საათამდე იყო ერთი ამბავი, ვეღარ მოვითმინე და ჩავედი ეზოში. ნაჯახი მქონდა, იმითი ჩამოვარტყი კარებს, ღია იყო თუ მე გავხსენი არ ვიცი და ყველაფერი, რაც იქ იყო, გამოვუყარე გარეთ“, – განუცხადა “ინფო რუსთავს” ქალმა.

მისი თქმით, ხმაური სისტემატიურია და იქ მცხოვრებლებს ამის ფონზე ძილი არ შეუძლიათ.

ის, რომ ავტომომსახურების ცენტრში ახალგაზრდები ღამით ხშირად იკრიბებიან და ხმაურობენ “ინფო რუსთავს” კორპუსის სხვა მცხოვრებმაც დაუდასტურა.

თავად ავტომომსახურების ცენტრის მეპატრონე უარყოფს ქალის ბრალდებებეს.

“ეგ არის ყველაფერი ტყული. იმიტო, რომ გუშინაც მე დავკეტე ეს და წავედი სახლში. არავინ არ იყო ადგილზე და არავინ არავის არ აწუხებს.

პირიქით, ვუფრთხილდებით, ვიცით, რომ ოჯახი ცხოვრობს და ვერიდებით, რომ არ შევაწუხოთ. თვითონ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს“,- განუცხადა “ინფო რუსთავს” ავტომომსახურების ცენტრის მეპატრონემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved