• რეკლამა
  • კონტაქტი
23:04, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ზურა წელიწადზე მეტია ისრაელშია და დიაგნოზი ვერ დაუსვეს“

ალია ავტორი - ალია
14:02 08-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

მომღერალმა ზურა დოიჯაშვილმა მძიმე დღეები გაიარა, თუმცი მისი მდგომარეობა ახლაც რთულია. ისრაელის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული. 

ნუგზარ კვაშალი: „ზურას ფილტვის პრობლემა შეექმნა. გული მაგრად აქვს, საქართველოში ქართველმა ექიმებმა ოპერაცია გადასარევად გაუკეთეს. უკვე წელიწადზე მეტია, რაც ისრაელშია და დიაგნოზი ვერ დაუსვეს. ახლა მეგობრები შევიკრიბეთ და ჩვენ დავუსვით დიაგნოზი – ეს არის უთბილისობა. ის არის თბილისელი კაცი, რომელსაც თავისი ქალაქი სტკივა და ენატრება. მისნაირ ადამიანებს ძალიან უჭირთ სხვაგან ცხოვრება და ამ ყველაფერმა ერთად იჩინა თავი.

აქ საოცრად ლაღ ცხოვრებას იყო მიჩვეული. ბევრი კონცერტი, მეგობრები, სიგარეტი… ვერ გადავაგდებინეთ ეს სიგარეტი! ისედაც უზომოდ ბევრს ეწეოდა და იქ, დეპრესიის გამო, უფრო ბევრს ეწეოდა. ამ ყველაფერმა კი თავი იჩინა.

ბინა ჰქონდა ბანკში ჩადებული. მერე აღარ მისცეს სესხი, რომ ის წინა სესხი გადაეფარა. საბანკო სისტემა არ დაუდგა გვერდით. ჩვენ კონცერტებიც ჩავატარეთ, რაც შეგვეძლო, დავეხმარეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ზურა ბევრს უყვარს და ყველა მის გვერდით ვიყავით, მაგრამ ის თანხა არ ეყო.

დაბალპროცენტიანი სესხი არ მისცეს, რომელსაც თავისი სიმღერითა და მუშაობით როგორმე დაფარავდა. ბინა გაუყიდეს. თანხის ნაწილი კი დარჩა, მაგრამ სხვა ბინა რომ ეყიდა, რას ეყოფოდა?! ორი შვილი ჰყავს, შვილიშვილები…

ახლა შვილებიც იქ ჰყავს. მუშაობენ და ოჯახს ეხმარებიან. აქ ამბობენ ხოლმე, ისრაელში 2-3 ათასი დოლარი აქვთ თვეში და რა უჭირთო. იქ 3000 დოლარი აქაურ 300 ლარს უდრის, რადგან ყველაფერი ძვირია.

იქ სრულიად განსხვავებული ცხოვრებაა საქართველოსთან შედარებით და ზურა იმას ვერ მიეჩვევა. ამიტომ მისი მეგობრები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკან დავაბრუნოთ. იქნებ გამოჩნდეს ვინმე ღვთისნიერი ადამიანი ან ბანკმა მისცეს დაბალპროცენტიანი სესხი, რომელსაც ოჯახი ნელ-ნელა გაისტუმრებს”.

`სარკე“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved