• რეკლამა
  • კონტაქტი
21:02, ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოვიდა ელექტრიკი, ვიღაც ზდაროვი ტატუებიანი ბიძა, ჰოლივუდის ფილმებში რომ რასისტ-ფაშისტი პატიმრების სასტავი იჩითება, დაახლოებით ეგეთი ტიპი“

ალია ავტორი - ალია
00:47 08-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

ყოფილი პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სახალისო ისტორიას აქვეყნებს:

„ჰოდა, ამერიკებში ვარ, სიეტლში. პირველად ვარ საერთოდ საბჭოთა კავშირს გარეთ და კულტურული შოკი მაქვს: ყველაფერი მომწონს, ყველაფრით აღფრთოვანებული ვარ და ჩემს სიხარულს და კმაყოფილებას არ აქვს სამზღვარი.

ვცხოვრობ ძალიან “შიკარნი” სასტუმროში westin seattle, ორმოცდამეშვიდე სართულზე, საკაიფო ნომერში, დიდი შუშის ფანჯრები რომ აქვს და რომ გადახედავ და მთელი ვაშინგტონის შტატი ჩანს ლამის კანადამდე. როგორც მოგახსენეთ, ჭკუაზე არ ვარ ისე მომწონს იქაურობა და იმდენად აჟიტირებული გახლავართ, ატეხილი უფრო მეთქმის.

ამ გადასარევ განწყობაზე დილით გადავწყვიტე ნომერში დამელია ყავა (საერთოდ ამერიკაში ყავა დიდად არ უვარგათ, მაგრამ სიეტლში, სტარბაკის სამშობლოში, ითვლება რომ შედარებით კარგია), და დავმტკბარიყავ ქალაქის ხედებით. იქვე დევს სპეციალური ყავადანი და ყავის ფირფიტები. უნდა ჩადო ფირფიტა ყავადანში, რომელიც მანამდე გაავსო წყლით, წამოადუღო და პაჟავლსტა მიირთვი.

ოცი წლის წინ ხდება ეს ამბავი და საზღვარგარეთ ხომ პირველად ვარ, ნომერში ყავა თუ შეიძლება ისიც პირველად მესმის და ეგეთ ყავადანსაც პირველად ვხედავ. ამიტომ, რომ არ შევრცხვენილიყავ და რაღაც არასწორისთვის არ დამეჭირა თითი, გულდასმით წავიკითხე ყავის მოდუღების ინსტრუქცია. თითქოს ყველაფერი გავიგე, ჩავატარე შესაბამისი პროცედურები, მაგრამ ამაოდ, არ ირთვება.

არადა მაგრად მინდა ყავა ნომერში. კიდევ გადავიკითხე ინსტრუქცია. ინგლისური ახლაც ცუდად ვიცი, გაქცეულ ინგლისელს ძლივს ვაბრუნებ და მაშინ კიდევ უარესად ვიცოდი, ამიტომ ჩემს ინგლისურს დავაბრალე მარცხი, ალბათ რაღაც ვერ გავიგე სწორად მეთქი. არადა ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი გასაგებია, მერე ვიწყებ ინსტრუქციისდა მიხედვით მოქმედებას, მაგრამ რად გინდა? მაინც არ ირთვება. რა არ ვცადე, სხვა შტეფსელშიც შევაერთე, სულ ტყუილად.

რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ გავტყდი და გამოვიძახე სასტუმროს პერსონალი. მოვიდა ვიღაც ჩინელი ბაბო, რომელმაც ინგლისური ჩემზე ცუდად იცოდა და თან საშინელი ჩინური აქცენტით ლაპარაკობდა. სულ წამღერებებით. რა გინდა გაიგო? კარგა ხანს ხელებით და ფეხებით ვუხსნიდი, რომ ყავადანს ვერ ვრთავ. ბოლოს რაღაცნაირად გავაგებინე, მაგრამ რა? მე ამისი არაფერი ვიციო, იმანაც მანიშნა როგორღაც და რომ შემატყო იმედგაცრუება, თვითონ გამოიძახა სხვა ტიპი, ჩვენებური ტერმინოლოგიით რომ ვთქვა, ელექტრიკი.

პრინციპში უკვე მიტყდება ამხელა ამბავი რომ ავტეხე და მთელი სასტუმრო შევძარი ჩემი ყავის გულისთვის, მაგრამ თან, როგორც იტყვიან, “ზამასკაში” ვარ და მაინტერესებს რა სჭირს ამ ყავადანს. სადმე სხვაგან რომ შემხვდეს სხვა დროს ხომ უნდა ვიცოდე?

მოკლედ, მოვიდა ელექტრიკი, ვიღაც ზდაროვი ტატუებიანი ბიძა, ჰოლივუდის ფილმებში რომ რასისტ-ფაშისტი პატიმრების სასტავი იჩითება, დაახლოებით ეგეთი ტიპი (მოგვიანებით ახლობელმა მითხრა, რომ ხელოსნებში არცთუ ცოტაა ციხიდან პრობაციით გამოსული, ასე რომ შეიძლება მართლა ყოფილი ზეკი იყო), რომელმაც მცირე ხანს უკირკიტა ყავადანს, მერე მომიბრუნდა და ეს გაფუჭებულია და არ მუშაობსო, მეუბნება.

გაფუჭებულიაო, წარმოგიდგენიათ? გაფუჭებულიო.

აი, რა არ ვიფიქრე მიზეზად და ერთადერთი რაც არ მომსვლია აზრად ის იყო, რომ ამერიკაში, ქალაქ სიეტლის ფეშენებლური სასტუმროს ორმოცდამეშვიდე სართულზე ყავადანი შეიძლებოდა გაფუჭებული ყოფილიყო. არც დამიშვია ამის შესაძლებლობა.

არადა ფუჭდება თურმე. ამდენი ხანი გავიდა და დღემდე მახსოვს ეგ შოკი. დაახლოებით ისეთი განცდა იყო, არცთუ სასიამოვნოს, მაგრამ მაინც რაღაც მშობლიურს რომ აღმოაჩენ უცხო მხარეში.

ის ყავა კი მაინც დავლიე, მოიტანა იმ პატიოსანმა ელექტრიკმა ახალი ყავადანი და მშვენივრად მოვადუღე. თურმე ყველაფერს ძალიანაც სწორად ვაკეთებდი. #ამერიკა

(გაგრძელება იქნება)“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved