ჟურნალისტი ვიკა ბუკია ოპიზიციის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
,,მე ოპოზიციაზე სტატუსებს არ ვწერ, მაგრამ უბრალოდ ტექნიკური ხასიათის კითხვები მაქვს და იქნებ მიპასუხოთ, არ მაგუგლინოთ? ანუ აქციას ასე ერქვა ,,საქართველო ივანიშვილის გარეშე”? იმიტომ ვკითხულობ, რომ რატომღაც მაქვს ეჭვი, რომ სააკაშვილის მომხრეები არ გამაზავდნენ მაგ აქციას, არა? და მოვიდნენ ნაცები, რომელთაც დაახვედრეს მიშა და ბიძინა ერთად გადახაზულები? სწორად გავიგე რაც მოხდა? გენიალურია.
მაინც დავაზუსტებ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ზაპუტალას. ანუ აქციაზე დაუძახეს ხალხს, ვისაც უნდა საქართველო იყოს ივანიშვილის გარეშე და აქციაზე მოვიდნენ სააკაშვილის მომხრეები და დაახვედრეს ბანერი, სადაც სააკაშვილი გადახაზულია?
კაცო, ასეთ შემოტყუებას არ ჯობდა დაგერქმიათ აქციისთვის “საქართველო ივანიშვილის და სააკაშვილის გარეშე” და ვინ იცის იქნებ იხუვლებდა (თუ როგორც თქვა ხუზმიაშვილმა) მთელი საქართველო და წალეკავდა ქოცებს”
.



კომენტარები