• რეკლამა
  • კონტაქტი
16:04, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეხვედრა სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებთან

ალია ავტორი - ალია
14:14 10-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობისა და მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე. მან ასევე ვრცლად ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში განხორციელებულ აქტივობებზე და იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რომელიც ადმინისტრაციას ამ მიმართულებით გააჩნია. დეზინფორმაცია – მასთან დაკავშირებული გამოწვევები და გადაჭრის გზები, დეზინფორმაციის გავლენის, სანდო ინფორმაციის გადამოწმებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობა, ასევე იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელზეც გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების როლსა და მნიშვნელობაზე. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ახალგაზრდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საარჩევნო კულტურის განვითარებაში, ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებასა და დემოკრატიულ პროცესებში აქტიურ მონაწილეობაში.

„სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს ცესკოში ვუმასპინძლეთ და გავუზიარეთ ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ, რომელიც თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში დგას. აღნიშნული შეხვედრა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემას არ ემსახურებოდა, მისი მიზანი იმ უკუკავშირის მოსმენაც იყო, რომელიც ახალგაზრდებს არჩევნებთან დაკავშრებით გააჩნიათ. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და უპასუხებს იმ სტრატეგიულ მიზნებს, რომელსაც ადმინისტრაცია ახალგაზრდების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მიმართულებით ახორციელებს,”- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საარჩევნო საკითხებზე კითხვები დაესვათ, საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ და დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ.  ცესკოს თავმჯდომარემ მონაწილეთა კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნულ შეხვედრას 100-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ტერაფლუ
ახალი ამბები

გაციებისა და ხველის კომპლექსური მკურნალობა – ტერაფლუ, ფარკოსოლვინი და პულმოლანი

14:45 10-29-2026
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის

14:11 10-29-2026
“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი
ახალი ამბები

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი

14:53 10-28-2026
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved