ტელეწამყვანი ლიზა წიკლაური მიმდინარე თვეში ორ სამთავრობო ღონისძიებას გაუძღვა, რისთვისაც ბიუჯეტიდან ჯამში 9 510 ლარი მიიღო – ინფორმაციას „მაყურებელი“ ავრცელებს.
გამოცემისვე ცნობით, მომსახურების ანაზღაურება შემდეგნაირად გადანაწილდა:
• 7 ოქტომბერი: კულტურის სამინისტრომ მას „ერეკლეობის“ ღონისძიების წაყვანისთვის 3 000 ლარი გადაუხადა.
• 27 ოქტომბერი: განათლების სამინისტრომ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიალის გაძღოლისთვის 6 510 ლარი ჩაურიცხა.











კომენტარები