• რეკლამა
  • კონტაქტი
18:19, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

ალია ავტორი - ალია
17:06 10-27-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის უვადო, სუბორდინირებული, დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები წარმატებით განათავსა.

ტრანზაქცია ბანკისთვის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების პირველი საბაზრო განთავსებაა, რომელზეც ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. განთავსებული ობლიგაციების 54% ინსტიტუციურმა ინვესტორებმა, ხოლო 46% სოფისტიცირებულმა ფიზიკურმა პირებმა შეიძინეს. ემისია დამატებით გააძლიერებს ბანკის კაპიტალს და ხელს შეუწყობს სამომავლო ზრდას.

ტრანზაქციის ფარგლებში სრულყოფილი იურიდიული მხარდაჭერა უზრუნველყო BLC Law Office-მა.

„დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) ინსტრუმენტის ადგილობრივ ბაზარზე განთავსება კრედო ბანკისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. ტრანზაქცია აძლიერებს ბანკის კაპიტალის პოზიციას და აფართოებს მისი მოზიდვის შესაძლებლობებს, რითაც ხელს უწყობს ბანკის სამომავლო ზრდას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტორების მხრიდან დაფიქსირებული მაღალი ინტერესი, რაც „კრედო ბანკის“ მიმართ ნდობისა და ჩვენი განვითარების სტრატეგიის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მოხარულნი ვართ, რომ ამ ტრანზაქციით ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ინვესტორებთან თანამშრომლობის ახალი მიმართულება გავხსენით.

მადლობას ვუხდი ყველა ინვესტორს გამოხატული ნდობისთვის და ვულოცავ ტრანზაქციაში ჩართულ გუნდებს წარმატებულ განთავსებას“, – ზაზა ფირცხელავა, კრედო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.

„ვულოცავ კრედო ბანკსა და მის გუნდს წარმატებულ ტრანზაქციას. ბანკმა პირველად განათავსა დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) ინსტრუმენტები გარე ინვესტორებზე. ემისიამ ბანკს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მეშვეობით კაპიტალის მოზიდვის ახალი შესაძლებლობა გაუხსნა და დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას შეუწყო ხელი.

თიბისი კაპიტალისთვის კი, ეს წელს AT1 ობლიგაციების მეორე წარმატებული ემისიაა. ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისი კაპიტალის გამორჩეულ შესაძლებლობებს, მოიზიდოს მრავალფეროვან ინვესტორთა ბაზა, უზრუნველყოს ემიტენტებისთვის კონკურენტული დაფინანსების პირობები და გააფართოოს ქართული ბანკების წვდომა რეგულატორული კაპიტალის მოზიდვის ალტერნატიულ წყაროებზე.

მოხარული ვარ, რომ სულ უფრო მეტი კომპანია იყენებს ადგილობრივ კაპიტალის ბაზარს დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, რაშიც თიბისი კაპიტალს, როგორც წამყვან საინვესტიციო ბანკს, უდიდესი წვლილი შეაქვს. აქტიურად ვუჭერთ მხარს ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებას – წლის დასაწყისიდან 14 კორპორაციული ობლიგაციის ტრანზაქციაში მივიღეთ მონაწილეობა და 60%-იანი ბაზრის წილით ლიდერობას ვინარჩუნებთ“, – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით, 97 სერვისცენტრით, 500,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედო ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ განვითარებისა და სოციალური გავლენის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: გერმანული Access Credo GmbH, ფრანგული Proparco და იაპონური Gojo & Company, Inc. ბანკს Fitch Ratings-ისგან მინიჭებული აქვს ‘B+’ საკრედიტო რეიტინგი, სტაბილური პერსპექტივით.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved