• რეკლამა
  • კონტაქტი
16:08, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ შეიძლება ადეიშვილის გამო მე მკრძალავდე და მისი დასაყრდენი, ვასილ როინიშვილი ამ დარბაზში კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებდეს – ანა წითლიძე

ალია ავტორი - ალია
14:38 10-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
178

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, “ოცნების” საკონსტიტუციო სარჩელში ზურაბ ადეიშვილი ენმ-ს წინააღმდეგ 25-ჯერ არის ნახსენები.

წითლიძე ამბობს, რომ ზურაბ ადეიშვილი თავად ერთხელ არ ჰყავს ნანახი, მოსამართლე ვასილ როინიშვილი კი მისი მინისტრობის დროს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო.

ოპოზიციონერის თქმით, არ შეიძლება ზურაბ ადეიშვილის “ნამოქმედარის გამო” მას პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალონ, ხოლო მისი დასაყრდენი, ვასილ როინიშვილი დარბაზში იჯდეს და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებდეს.

წარმოდგენილ სარჩელში, 25-ჯერ დავითვალე, მერე დამეზარა, ნახსენებია ზურაბ ადეიშვილი. მოსარჩელე ცდილობს, რომ მისი ინდივიდუალური ფიგურა და საქმიანობა გამოიყენოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის საფუძვლად. ამ არგუმენტს მივყავართ უმძიმეს სამართლებრივ და ლოგიკურ პარადოქსამდე. თუ მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ კონკრეტული თანამდებობის პირის საქმიანობა, რომელიც პარტიული ფუნქციონერი არ ყოფილა და არასდროს ეკავა პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რაიმე ტიპის თანამდებობა, იმდენად სისტემური და ანტიკონსტიტუციური იყო, რომ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაუქმდეს, მაშინ უნდა გადავხედოთ მის ინსტიტუციურ და საკადრო მემკვიდრეობას.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ აიკრძალოს პოლიტიკური პარტიები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, უნდა ამკრძალოთ მეც. მე პირადად ცხოვრებაში ერთადერთხელ მყავს ზურაბ ადეიშვილი ნანახი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე რაიმეში ვემიჯნები ან რაღაცას ვცდილობ, რომ თავი ავარიდო, უბრალოდ ფაქტს ვამბობ. თუმცა საინტერესოა, ვინ იყვნენ უახლოესი საკადრო დასაყრდენები, რომლებიც უშუალოდ მართავდნენ პროცესებს, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ სარჩელში ჩვენ დანაშაულად გვიფასებს. სწორედ ამავე სასამართლოს მოსამართლე, ვასილ როინიშვილი, წლების განმავლობაში, ზურაბ ადეიშვილის უშუალოდ საკადრო დასაყრდენი იყო, მთავარი პროკურორის მოადგილე და სისტემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ვისზეც ზურაბ ადეიშვილი დიდ იმედებს ამყარებდა. აქ იბადება კითხვა: როგორ შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი ლოგიკა იმაში, რომ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მყავს ნანახი ზურაბ ადეიშვილი, მისი ნამოქმედარის გამო, ამიკრძალო მე პოლიტიკური საქმიანობა და პარტია აკრძალოთ და იმავე მინისტრის უშუალო საკადრო დასაყრდენი და შემსრულებელი, ამავე დარბაზში იჯდეს და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებდეს?!“- განაცხადა ანა წითლიძემ. (ტვ პირველი)

თეგები: ანა წითლიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved