ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ნაცვლიშვილი:
,,ვაჟა ჟვანია ვისაც ახსოვს, დინამოს ფეხბურთელი, ერთი შეხედვით, ძალიან ტექნიკური მოთამაშე იყო, ერთ კვადრატულ მეტრში სამი მოწინააღმდეგის მოტყუება შეეძლო, მაგრამ ძალიან დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა – უაზრო მატაობაში ატარებდა დროს, ვერც დროულ პასს იძლეოდა და ვერც წინ მიდიოდა.
ეგრე ემატავებიან ეს ნაცებიც საკონსტიტუციო სარჩელში აგვისტოს ომის ეპიზოდს.
ვის აბრალებთ, ბიჭო, ომის პროვოცირებაში საქართველოს დადანაშაულებას, როცა ჯერ კიდევ 18 წლის წინ, 2008 წლის 2 ოქტომბერს, პასეს რეზოლუციის ამ ტექსტისთვის გაქვთ ხმა მიცემული:
“5. თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაბომბვის დაწყებამ კონფლიქტის ესკალაციის თვისებრივად ახალი ეტაპი გამოიწვია, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებში გადაზრდა. მძიმე შეიარაღებისა და კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მშვიდობიან მოსახლეობას, წარმოადგენდა საქართველოს მხრიდან შეიარაღებული ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხდებოდა მისსავე ტერიტორიაზე. შესაბამისად, აღნიშნული ქმედება არღვევდა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას, კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოეგვარებინა.
6. ამავდროულად, რუსეთის საპასუხო სამხედრო შეტევამ, რომელიც მოიცავდა ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს ცენტრალურ და დასავლეთ საქართველოში, აგრეთვე აფხაზეთში, ასევე დაარღვია პროპორციულობის პრინციპი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები. აღნიშნული ქმედებები ეწინააღმდეგებოდა ევროპის საბჭოს პრინციპებს, აგრეთვე რუსეთის, როგორც წევრი სახელმწიფოს, წესდებით განსაზღვრულ ვალდებულებებსა და გაწევრიანებისას ნაკისრ კონკრეტულ ვალდებულებებს. შედეგად, ოკუპირებულ იქნა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი და განხორციელდა თავდასხმები ქვეყნის ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე. ეს ქმედებები შეიძლება შეფასდეს ან როგორც პირდაპირი თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე და, შესაბამისად, ევროპის საბჭოს წესდების დარღვევა, ან როგორც რუსეთის მცდელობა, გაეფართოებინა საკუთარი გავლენა „ახლო საზღვარგარეთის“ სახელმწიფოზე, რითაც დაარღვია გაწევრიანებისას ნაკისრი ვალდებულება, უარი ეთქვა ამგვარ კონცეფციაზე.”
გითხრათ, რა წერია, რეზოლუციის ამ ნაწილში, დიპლომატიურიდან კახურზე რომ ვთარგმონოთ?
რა და, სააკაშვილმა დედიმისის მძღრენი ჭამა ცხინვალის დაბომბვა რომ დაიწყო და რუსეთმა რომ გადაჭარბებით უპასუხა, იმანაცო.
საბელი თოკი გასანთლეთ და ისე იარეთ, ღობე-ღობე თან, თქვენ ვის ედიდგულებით, თქვე ნაძირლებო!“











კომენტარები