პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის განცხადებით, მათი პოლიტიკური გაერთიანება საპარლამენტო მანდატებს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ პარტიას აკრძალავს:
„არცერთი მანდატი არ არის მაჟორიტარული, ეს არის პროპორციული მანდატი, რომელიც მიიღო უშუალოდ პარტიამ – „გახარია საქართველოსთვის“. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას აკრძალავენ, პოლიტიკურ საქმიანობს აუკრძალავენ, ვფიქრობ, პარტიის მიერ მიღებულ მანდატებს არანაირი ძალა და ფასი არ ექნება.
არ ექნება, რადგან ეს მანდატები ეკუთვნის პარტიას და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ, ბუნებრივია, ჩვენც პარლამენტში არანაირი საქმე აღარ გვექნება, ამ მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება.
ბუნებრივია, დავტოვებთ პარლამენტს. ჩვენ არანაირი გადაცდომა, არანაირი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, დარღვევები არ გვქონია. შესაბამისად, ეს არის ხელოვნურად მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის მხოლოდ პირადი შურისძიება.“











კომენტარები