თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ დაიწყო.
მელიქიშვილის გამზირზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო ჯგუფები შეიკრიბნენ. ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი ახალ ეტაპზე გადადის, რომლის მთავარი ლოზუნგია „გაძლებიდან გაძლიერებამდე!“
აქციის მონაწილეები ხელისუფლების პოლიტიკასა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივას აპროტესტებენ.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, საპროტესტო კამპანია ორი მიმართულებით გაგრძელდება – ქუჩის აქციებითა და სასამართლოში სამართლებრივი დავებით.
აქციის მთავარი გზავნილია – „საქართველო ივანიშვილის გარეშე!“
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან (ტვ პირველი)











კომენტარები