• რეკლამა
  • კონტაქტი
14:15, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე

ალია ავტორი - ალია
19:32 09-30-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
567

შაქრიანი დიაბეტი ორგანიზმის არაერთ სისტემაზე ახდენს გავლენას, თუმცა, მისი ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი გართულება თვალის ბადურა გარსის დაზიანება – დიაბეტური რეტინოპათიაა, რომელმაც მკურნალობის გარეშე შესაძლოა მხედველობის სრულ დაკარგვამდეც კი მიიყვანოს პაციენტი. სამწუხაროდ, ხშირად, პაციენტთან უსიმპტომოდ მიდის დაავადება, თუმცა, დაწყებული იყოს პროცესი.

მთავარი წესი, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია და რომელიც გიცავს, ესაა – დიაბეტის დიაგნოზის დასმისთანავე ოფთალმოლოგთან ვიზიტი და მუდმივი კონტროლი.

რა სიხშირით უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკური შემოწმება, როდის ხდება საჭირო ლაზერული თუ ქირურგიული ჩარევა და რატომ არის მნიშვნელოვანი მედიკამენტოზური მიდრიაზი და თვალის ფსკერის ფოტოგრაფირება? – “ალიას” ამ და სხვა კითხვებს, ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი. 14–წლიანი გამოცდილებით, გიორგი ნანობაშვილი პასუხობს.

– შაქრიანი დიაბეტი იწვევს ნეფროპათიას (თირკმლების დაზიანებას), იწვევს ნეიროპათიას (ნერვული სისტემის დაზიანებას) და იწვევს რეტინოპათიას, – თვალის ბადურა გარსის დაზიანებას. რატომ და როგორ ყალბდება რეტინოპათია?

– სისხლში გლუკოზის მაღალი დონის დროს სისხლძარღვების კედლები ზიანდება. ბადურის სისხლძარღვებიდან ვითარდება სითხისა და სისხლის ჟონვა, რასაც შეიძლება თან ახლდეს ლიპიდური ნადების ჩალაგება ბადურის ქსოვილში. შედეგად, ვითარდება იშემიური უბნები — ანუ ადგილები, სადაც ქსოვილს სისხლი და ჟანგბადი არასაკმარისად მიეწოდება.

ამ პროცესის პროგრესირებისას იზრდება სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის ფაქტორის — VEGF-ის დონე, რაც ხელს უწყობს ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვების წარმოქმნას. ეს ახლად წარმოქმნილი სისხლძარღვები მყიფეა და ადვილად ზიანდება, რის გამოც შესაძლოა განვითარდეს სისხლჩაქცევები ბადურასა და მინისებრ სხეულში.

–მისმა გართულებულმა მდგომარეობამ რა შეიძლება გამოიწვიოს?

– მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში.დიაბეტური რეტინოპათიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია – ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე.

– რა სიმპტომები ახასიათებს და შეიძლება, თუ არა, უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს?

– სიმპტომებიდან პაციენტები, როგორც წესი, აღნიშნავენ მხედველობის დროგამოშვებით ან სისტემატურ დაბინდვას და ასევე შავი ლაქები. ეს შავი ლაქები შეიძლება იყოს, ზოგ შემთხვევაში, ფიქსირებული, ზოგ შემთხვევაში მოძრავი. ფიქსირებული შავი ლაქები, როგორც წესი, მიუთითებს, რომ ბადურის ქსოვილში არის სისხლჩაქცევა. ხოლო თუ მოძრავ ლაქებს ხედავს პაციენტი, ეს, მიუთითებს მინისებრ სხეულში სისხლჩაქცევებზე.

რასაკვირველია, დიაბეტური რეტინოპათია შეიძლება მიმდინარეობდეს, ასევე, უსიმპტომოდაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა მოხდეს პაციენტის შემოწმება, თვალის ფსკერის დათვალიერება.

– გქონიათ შემთხვევა, ისე აღმოგიჩენიათ რეტინოპათია, რომ პაციენტს არ ჰქონდა ეჭვი ამ პრობლემაზე?

– არაერთხელ. ერთ მაგალითს გავიხსენებ, – მყავდა პაციენტი, რომელსაც უბრალოდ ჩაწითლებული ჰქონდა თვალი. მარტივი, ლორწოვანი გარსის ანთება ჰქონდა და მოვიდა ჩემთან ვიზიტზე, ლორწოვან გარსზე დავნიშნე მკურნალობა, მაგრამ რასაკვირველია, თვალის ფსკერში ჩავხედე, მით უფრო, როცა ანამნეზში პაციენტს აღმოაჩნდა დიაბეტი. მხედველობის დაქვეითებას საერთოდ არ უჩიოდა ეს პაციენტი. დავათვალიერე თვალის ფსკერი და აღმოჩნდა, რომ მკვეთრად გამოხატული დიაბეტური ცვლილებები ჰქონდა და სასწრაფოდ საჭიროებდა მკურნალობას, როგორც ინექციებით, ასევე ლაზერით.

ავხსნი რატომ ხედავდა ეს პაციენტი კარგად: ზოგადად, დიაბეტური რეტინოპათია იწვევს ბადურის ქსოვილის დაზიანებას, მაგრამ ამ პაციენტს გაუმართლა, რომ ის მიდამო არ ჰქონდა დაზიანებული, რაც ცენტრალურ მხედველობას განაპირობებს (ჰქონდა ერთეული პატარა მიკროანევრიზმა, რომელიც ამ ეტაპისთვის, ასე ვთქვათ, მხედველობის დაქვეითებას არ იწვევდა), მაგრამ ბადურის პერიფერიებზე ჰქონდა მკვეთრად გამოხატული დიაბეტური ცვლილებები და პაციენტი იყო სისხლჩაქცევის და ბადურის ჩამოცლის ზღვარზე. მიუხედავად ასეთი მძიმე სამედიცინო სურათისა, პაციენტი ასეთ მკვეთრ დიაბეტურ ცვლილებებს ვერც ამჩნევდა. ლორწოვანი გარსის ანთების გამო მოვიდა და ასეთი დიაბეტური ცვლილებები აღმოვაჩინეთ თვალის ფსკერზე.

– გამოდის, პრევენციულ გადამოწმებას, არ აქვს ალტერნატივა.

– ასეა და მინდა დიაბეტით დაავადებული პაციენტები გავაფრთხილო: აუცილებელია, რომ შემოწმდეს ოფთალმოლოგის მიერ გუგების მედიკამენტოზური მიდრიაზი )გუგების გაფართოება), ჩატარდეს ოფთალმოსკოპია, ანუ დათვალიერდეს თვალის ფსკერი. მე ყოველთვის, ყველა პაციენტთან ვაკეთებ თვალის ფსკერის ფოტოგრაფირებას, რის დროსაც თვალის ფსკერის გადაღება ხდება, კომპიუტერში შენახვა და მერე დინამიკაში, ამ ფოტოების წყალობით, პაციენტზე დაკვირვება.

– გასინჯვის პროცესი რას მოიცავს და როდის უნდა შედგეს პირველი პროფილაქტიკული კვლევა?

– პაციენტს როგორც კი დაესმება დიაბეტის დიაგნოზი, გადაუდებლად საჭიროა ოფთალმოლოგთან ვიზიტი. როგორც აღვნიშნე, გუგების მედიკამენტოზური მიდრიაზი უნდა მოხდეს, ანუ გუგების გაფართოება და თვალის ფსკერის დათვალიერება, შეფასება და ფოტოგრაფირება. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვა, თუ გაქვთ დიაბეტი და არ გაქვთ მხედველობის პრობლემა, ეს არ ნიშნავს, რომ ოფთალმოლოგთან ვიზიტი არ უნდა დაგეგმოთ. პირიქით, ოფთალმოლოგთან ვიზიტი აუცილებლად უნდა დაიგეგმოს და გადაუდებლად უნდა მოხდეს თვალის ფსკერის დათვალიერება.

– პირველი ვიზიტის შემდეგ რა ხდება? არსებობს პროტოკოლი რა პერიოდში ერთხელ უნდა მოვიდეს პაციენტი შემოწმებაზე და როგორია მკურნალობის გზები?

– დიაბეტურ რეტინოპათიას ახასიათებს თავისი სტადიები:

  • შეიძლება იყოს შემთხვევა, როცა პაციენტს აქვს დიაბეტი, მაგრამ საერთოდ არანაირი ცვლილება არ აღინიშნება თვალის ფსკერზე.
  • მეორე შემთხვევაა, როდესაც არის საშუალოდ გამოხატული დიაბეტური ცვლილებები. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ცვლილებები უკვე რომელ და რამდენ კვადრატზე ვრცელდება, მაკულაში არის ეს ცვლილებები, პერიფერიაზეა, ანუ ოთხივე კვადრატშია თუ მხოლოდ ორ კვადრატშია. იმის მიხედვით, რას ვგეგმავთ, შეიძლება პაციენტი დავიბაროთ 3-4 თვეში ისევე კონტროლზე, ან უკვე დავიწყოთ მკურნალობა და თავდაპირველად ეს მოიცავს ლაზერს და ინტრავიტრიალურ ინექციებს.
  • მესამე შემთხვევა არის უკვე როდესაც არის ბადურას ტრაქციული ჩამოცლა დიაბეტის შემთხვევაში, ამ დროს უკვე ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

რომ შევაჯამოთ, პაციენტი რომ მოდის და ვამოწმებთ, თუ ცვლილებები თვალის ფსკერზე არ არის, ვიბარებთ, ვთქვათ, 8-9 თვეში კონტროლზე. თუ საშუალო ხარისხის ცვლილებებია, გააჩნია უკვე რა ლოკაციიაზე გამოხატული დაზიანება ამისდა მიხედვით ან მკურნალობას ვიწყებთ, ან ისევე ვიბარებთ პაციენტს კონტროლზე, ოღონდ უკვე 8-9 თვეში კი არა, – 3-4 თვეში. მესამე ვარიანტს რაც შეეხება, ბადურის ტრაქციული ჩამოცლისას, როგორც უკვე ვთქვი, ქირურგიას მივმართავთ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა დეტალურად ავხსნა – დიაბეტიან პაციენტთან აუცილებლად უნდა მოხდეს თვალის ფსკერის ფოტოგრაფირება. მე რასაც ვნახავ, ის აუცილებლად უნდა დავაფიქსირო ფოტოთი, რომ შემდეგ ვიზიტზე ახალი ფოტოგრაფირების შემდეგ, დინამიკაში დავაკვირდე. მიუხედავად იმისა, მკურნალობა ჰქონდა დანიშნული ამ პერიოდში, თუ არა. სწორედ ფოტოების შედარებით ვხედავთ ცვლილებები მომატებულია, თუ არა.

– ინდივიდუალურია, გამოდის, რა პერიოდში იქნება შემდეგი ვიზიტი და მთავარი პრინციპი ისაა, პაციენტმა არ გამოტოვოს დაგეგმილი ვიზიტი.

– დიახ, ასეა. დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, ყოველი დაგეგმილი სკრინიგი უმნიშვნელოვანესია და ყოველი ბოლო კვლევისას თვალის ფსკერის შემოწმების და ფოტოს გადაღების შემდეგ, იმისდა მიხედვით ვმოქმედებთ და ვნიშნავთ მომდევნო ვიზიტს, თუ რა მდგომარეობა დაგვხვდება, ყველა პაციენტი ინდივიდუალურად ფასდება.

– რა ფაქტორები ზრდის დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირების რისკს?

– სამ ძირითად ფაქტორს გეტყვით::

  • მთავარი რისკ-ფაქტორია არის შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივობა, – რაც უფრო დიდი ხანი აქვს პაციენტს შაქრიანი დიაბეტი, მით უფრო მაღალია დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების რისკი.
  • მეორე რისკ-ფაქტორია, არაკორეგირებული გლუკოზის დონე სისხლში, – შაქრის ციფრები თუ არ არის დარეგულირებული.
  • მესამე რისკ-ფაქტორი ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია და ეს არის არტერიული ჰიპერტენზია, მაღალი წნევა იწვევს უკვე ისედაც დაზიანებული სისხლძარღვების უფრო მეტად დაზიანებას. ეს არის ძირითადი რისკ-ფაქტორები.

– და ბოლოს, რატომ ნიუ ჰოსპიტალსი? ვიცი, რომ 135–წლიანი ოფთალმოლოგიური ტრადიციის მქონე კლინიკაა, მაგრამ აღნიშნულის გარდა, დღეს და ახლა, რატომ უნდა ჩავნიშნო ვიზიტი ნიუ ჰოსპიტალსში?

– პირველი – მაღალკვალიფიციური პერსონალი: „ნიუ ჰოსპიტალსში“ მუშაობენ მაღალკვალიფიციური ოფთალმოლოგები და ბადურის ისეთი სპეციალისტები, რომლებიც დროულად მოახდენენ დიაგნოსტირებას და შესთავაზებენ პაციენტს ადეკვატურ მკურნალობას. და მეორე – თანამედროვე აპარატურა: კლინიკა აღჭურვილია პრემიუმ კლასის, უახლესი აპარატურით, რაც ეხმარება ექიმებს როგორც დაავადების დიაგნოსტირებაში, ასევე მის მკურნალობაში.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:25 10-01-2026
დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე
ახალი ამბები

დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე

19:32 09-30-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

19:04 09-30-2026
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

15:58 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved