• რეკლამა
  • კონტაქტი
16:15, სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ახლა ჩავთვალე, რომ დრო დადგა, ეს მეთქვა” – ნიკა გვარამიას სკანდალური წერილი

ალია ავტორი - ალია
12:58 09-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
158

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:

,,რაკიღა არ დასრულდა სამთავრობო გირჩის და ნაცმოძრაობის ერთობლივი (მე ვიტყოდი, ორკესტრირებული) კამპანია, ცოტა ვრცლად მეც მოვყვები. ძირითადად შევეხები იმ საკითხს, რომელიც ჩვენი კოალიციის და პირადად ჩემს მიმართ აგორებულ მითიურ გილაურის 40 მილიონს ეხება.

დღეს თავად თქვა ქოცმა რაქვიაშვილმა და ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ ამ სამთავრობო ვითომ ოპოზიციას ივანიშვილთან შეხვედრები მაშინაც კი ქონდა, გარეთ ქვეყანა რომ ინგრეოდა, ხალხს წამლავდნენ, უმოწყალოდ სცემდნენ, თავპირს ამტვრევდნენ, ციხეში უშვებდნენ. რაც არ უთქვამს, მაგრამ ვიცით, ფულიც აიღეს პროტესტის გაშავებაში და მთელ თანმდევ ანტიოპოზიციურ პროპაგანდაში. მათ შორის და პირველ რიგში, ჩვენი კოალიციის და პირადად ჩემს გაშავებაში. ეს დაუკვეთა ივანიშვილმა, ამაში გადაუხადა ფული და ამას ასრულებენ პირნათლად.

ეს მათგან არც ახალი და არც გასაკვირი არაა. ახალი, გასაკვირი და სამწუხარო ისაა, რომ ამ ყველაფერში სრულიად არაშემთხვევით ჩართული აღმოჩნდა ნაცმოძრაობა და განსაკუთრებით მისი რამდენიმე სპიკერი. ენმ-საც თავისი იაგოხვიჩიები ყავს

გადახედეთ სამთავრობო პროპაგანდისტ ხვიჩიას ეთერებს და დათვალეთ მასთან მისული ოპოზიციონერებიდან, რომელი პარტია სჭარბობს. მე რაც მახსენდება, მხოლოდ ენმ უზის ოპოზიციის და პროტესტის მლანძღველ იაგოს და ხშირად უნისონში ლანძღავენ სხვა ოპოზიციონერებს, განსაკუთრებით და არაშემთხვევით, ჩვენს კოალიციას. ერთერთ ინიდიკატორად ესეც გამოგადგებათ.

ის, რომ სამთავრობო გირჩს და სააკაშვილს მიმოწერა ჰქონდათ, ესეც ცნობილია. ამას ქოცგირჩიც ამბობს და ნაცმოძრაობაც არ უარყოფს.

პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით სამწუხარო ისაა, რომ ამ კამპანიაში ძალიან აქტიურად ჩაერთო თავად სააკაშვილიც, რომელმაც შესანიშნავად იცის გილაურის ამბავიც და ისიც, რომ 40 მილიონის ისტორია შეთხზული ტყუილი და წარმოუდგენელი აბსურდია. იცის, რადგან თავად იყო ერთერთი მხარდამჭერი გილაურის ფიგურის პოლიტიკურ ველზე გამოსვლის: აგზავნიდა მეგობრებს, თავისას და გილაურისასაც, ჩემი ინფორმაციით, სწერდა წერილებს. სააკაშვილის მიერ მიგზავნილებში ჩემი მეგობრებიც არიან და ერთადაც ვყოფილვართ გილაურთან. ვეჭვობ, ძალიან გაუჭირდებათ ამის უარყოფა. მეტიც, ციხიდან ახალ გამოსულს, ჩემით ნამდვილად არ გამხსენებია გილაური, რომლის პოლიტიკით ხელახლა დაინტერესების შესახებ არაფერი მსმენოდა. გილაურთან მისივე ინიციატივით და სააკაშვილის პარტიის წევრის და იმ დროისთვის მისთვის ყველაზე მეტად სანდო ფიგურის შუამავლობით აღმოვჩნდი.

საბოლოოდ, გამოიკვეთა, რომ არავინ აპირებდა სააკაშვილის პარტიის ირგვლივ გაერთიანებას და სოციოლოგიურმა კვლევებმაც აჩვენა, რომ გაერთიანება იქნებოდა საწინააღმდეგო ეფექტის მომტანი. ოპოზიციის სრული ერთობა იმთავითვე გამორიცხული იყო – არც ერთ ვითარებაში არც ლელოს და არც გახარიას პარტიას არა თუ თანხმობა, სერიოზულადაც კი არ განუხილავთ ეს შესაძლებლობა. ვფიქრობ, სრულიად ახსნადი და ლოგიკური მიზეზების გამო. ხოლო ნაცების და “ყოფილი ნაცების” გაერთიანება ჩვენი კოალიციის ოთხივე ლიდერმა თავიდანვე გამოვრიცხეთ და ჩვენი პარტიებიც ერთსულოვანნი იყვნენ ამაში. განსაკუთრებით, იმის გამო, რომ კოალიციაში უამრავი ახალი, წარმატებული და საინტერესო ადამიანი გამოჩნდა, ვინც “ყოფილი ნაცების” ნიშნის ქვეშ არც მაშინ და არც ოდესმე არ აპირებს იასპარეზოს პოლიტიკურ სარბიელზე. და ეს სავსებით გასაგებიცაა და ძალიან სწორიც.

სოციოლოგიური კვლევები იმასაც აჩვენებდა, რომ კოალიცია ცვლილებისთვის უპრობლემოდ გადალახავდა ბარიერს და კარგი კამპანიის პირობებში ენმ-ზე უკეთეს შედეგსაც აჩვენებდა (რაც საბოლოოდ მოხდა კიდევაც). გაერთიანების გარეშე ეს ორი პარტია ჯამში უფრო მეტ შედეგს დებდა და არანაირი ნიშანი იმისა, რომ ხმები დაიკარგებოდა, არ არსებობდა (და არც დაკარგულა, არამედ ხელახლა დაიწერა ოცნების ცესკოს მიერ).

შესაბამისად, არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ერთ სუბიექტზე და გილაურმა აირჩია 4იანი. შეეძლო აერჩია სხვაც. აკი უხვეწებოდა კიდეც ენმ, მაგათ დაანებე თავი, ჩვენ დაგვაფინანსე და ჩვენი პრემიერობის კანდიდატი იყავიო. ამ ტექსტებით იქ მისულებსაც და სააკაშვილის მიგზავნილებსაც, ვეჭვობ, ძალიან გაუჭირდებათ ამის უარყოფა.

რომც აერჩია გილაურს ენმ, ჩვენ ნამდვილად არ წავიქცეოდით. მითია, რომ გილაურის გარეშე ჩვენ არჩევნებზე ვერ გავიდოდით და მხოლოდ მასზე ვიყავით დამოკიდებულნი. კი, უფრო გაგვიჭირდებოდა, კი, ნაკლები შესაძლებლობა გვექნებოდა, მაგრამ ნამდვილად არ ვიქნებოდით ნულზე.

და კი, გილაური კარგი პრემიერი იქნებოდა

და კი, ეს ორმხრივად სასარგებლო პოლიტიკური თანამშრომლობა და შეთანხმება იყო

და კი, ეს კოალიციას არსდროს დაუმალავს და საჯაროდ ითქვა არაერთგზის და არაორაზროვნად

და კი, არჩევნებზე პარტიები ადგილების გაყიდვით ან ფარული დამფინანსებლებით კი არ უნდა ოპერირებდნენ, არამედ ღიად გაცხადებული პოლიტიკური თანამშრომლობით მოპოვებული სახსრებით

და კი, 40 მილიონი ნებისმიერ ვალუტაში, გინდაც 20 და გინდაც 10 აბსოლუტური სისულელე და ტყუილია. ჩვენ დავხარჯეთ 10 მილიონი ლარი, ეს არ დაგვიმალავს და დამფინანსებლებში გილაური იყო მხოლოდ ერთერთი და ნამდვილად არა ერთადერთი.

ჩვენ ქართველ ამომრჩეველს სრულიად გახსნილად და დეტალურად ვუთხარით, ჩვენი დაფინანსების სანაცვლოდ რაზე ვიყავით მზად და რაზე არა. ამომრჩეველმა ზუსტად იცოდა, ჩვენთვის ხმის მიცემით ვის და რას ირჩევდა და ასევე, რა პოლიტიკურ ფასს გადაიხდიდა

და კი, ესაა სწორი ფორმულა (ვიდრე ივანიშვილი აზის ამ ქვეყანას) და პრობლემა ორმხრივად სასარგებლო და ღია თანამშრომლობაში კი არაა, არამედ ადგილების გაყიდვაში და სხვა ტიპის ფარულ ფინანსურ-პოლიტიკურ გარიგებებში, რის შესახებაც ამომრჩეველმა არაფერი იცის და, შესაბამისად, არაა ინფორმირებული ვის და რას აძლევს ხმას, რა პოლიტიკურ ფასს იხდის

ჩვენ წინააღმდეგ კამპანია ქოცგირჩსა და ენმ-ს შორის კოორდინირებული რომაა, მე პირადად ეჭვი არ მეპარება. და იშვიათად მეშლება ამგვარი ამბები, არც მედიის ანალიზი მიჭირს და არც პოლიტიკურო პროცესების.

და საერთოდ არ მაღელვებს და მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ვინ ვინ წაახალისა, ვინ როგორ მივიდა ამ ამორალობამდე, ვინ ვის გადაუხადა, ვინ პირდაპირ ქოცის დავალებით მოქმედებს და ვინ ქოცის მოსყიდულს საკუთარი ბინძური ინტერესისთვის იყენებს, ვინ ქოცის პირდაპირი ფარული აგენტია და ვინ – სიტუაციური მოკავშირე.

ფაქტი ისაა, რომ ენმ-მაც და სააკაშვილმაც შესანიშნავად იციან, რომ ამორალურად იქცევიან და ტყუილებს ავრცელებენ. იციან და მაინც აკეთებენ ამას. მე არ მაინტერესებს, მომაკვდავი პარტიის გადასარჩენად, თუ რაიმე გარიგების ფასად, თუ სულაც შეიშალნენ და უმოტივაციოდ გადავარდნენ სიგიჟეში. არ ვაპირებ ამაზე მკითხაობას. მე ვხედავ, რასაც აკეთებენ და მე ვხედავ, ეს ვის წისქვილზე ასხამს წყალს – მხოლოდ ივანიშვილის.

ამ საკითხებზე საუბარს არასდროს ვაპირებდი და არც დავიწყებდი, თან გასაოცარი მორალური დეგრადაციის და თან საეჭვო მიზნით მიმდინარე ანტიკამპანიის მომსწრე რომ არ ვიყო.

ისიც არ ვიცი, სწორია თუ არა აქამდე რომ ვდუმდი. სწორია თუ არა, რომ ჩემი პირადი პრინციპები და ჩამოყალიბებული ხედვა, როგორ არ უნდა მოვიქცე, სხვამ რაც არ უნდა იკადროს, ვანაცვალე ჩემი თანაგუნდელების რეპუტაციისთვის დაუმსახურებლად ჩრდილის მიყენებას.

ისიც არ ვიცი, ღირდა თუ არა ჩემი პრინციპული დუმილი ჩემი შვილების გაოგნებად, ნერვიულობად და რთულად, მაგრამ მაინც დასმულ შეკითხვებად, რა 40 მილიონზეა ლაპარაკი.

ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა ჩავთვალე, რომ დრო დადგა, ეს მეთქვა. და ზუსტად ვიცი, პატიებას არ ვაპირებ. არავისთვის.

ps იმედია, როცა იქნება (უფრო ადრე, ვიდრე გვიან), ნიკა გილაური თავად შეიტანას მეტ კონკრეტიკას ამ საკითხში.”

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

14:18 09-08-2026
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
ახალი ამბები

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

12:49 09-08-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

12:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved