• რეკლამა
  • კონტაქტი
14:58, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

საბაზო სცენარი ნარჩუნდება, თუმცა ძლიერდება ორმხრივად მოქმედი ფაქტორები

ალია ავტორი - ალია
13:13 09-04-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

დაახლოებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გასულ დღეებში კვლავ გამწვავდა, რასაც მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე მერყეობის მორიგი ზრდა მოჰყვა. როგორც თიბისი კაპიტალის წინა განახლებაში იყო მითითებული, ესკალაციის ძირითადი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკის კონტექსტში ინფლაციაზე მოდის და არა ეკონომიკურ ზრდაზე. ამ მხრივ, ყურადსაღებია, რომ ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა სამი სექტემბრისთვის 97 აშშ დოლარს მიაღწია, რაც ივლისის შემდგომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, განვითარებულ ეკონომიკებში მკვეთრად გაიზარდა განსაკუთრებით გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები, რასაც ნავთობის გაძვირებით გამოწვეული ინფლაციური რისკები და ცენტრალური ბანკების მიერ პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინები განაპირობებს. ეს მიუთითებს, რომ არსებული შოკი ბაზრების მხრიდან უკვე ნაკლებად აღიქმება მოკლევადიანად, რაც, თავის მხრივ, ე.წ. მეორე რიგის ეფექტების რისკს ზრდის.

 

ამ ფონზე, წინასწარი შეფასებით, ივლისში წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 8.0% შეადგინა, რაც მცირედით მაღალია, ვიდრე ამას თიბისი კაპიტალის 7.4%-იანი საბაზო სცენარი მოიაზრებს. იანვარ-ივლისში საშუალო ზრდა 7.9% იყო. ამავე დროს, მთლიანი და არარეზიდენტთა უნაღდო ხარჯები – რომლებიც, შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობისა და ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზისთვის გამოიყენება – აგვისტოში კვლავ აჩქარებულია, განსაკუთრებით არარეზიდენტების შემთხვევაში, რაც თანხვედრაშია საქართველოს აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლის მზარდ დინამიკასთანაც.

 

თავის მხრივ, აგვისტოში წლიური ინფლაცია თითქმის არ შეცვლილა და 5.6%-ს გაუტოლდა. ფასები მეტად გაიზარდა თვიურ ჭრილში, დიდწილად ბენზინისა და დიზელის ხარჯზე, რომელთა კონტრიბუციაც სეზონურად შესწორებულ თვიურ ინფლაციაში (0.4%, გაწლიურებული 5.0%) თითქმის 50% იყო. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის განახლების ფონზე, საწვავი, რომელიც ივლისის დასაწყისში მცირედით გაიაფდა, გაძვირებას განაგრძობს. რაც შეეხება წლიური ინფლაციის კომპონენტებს, ჯამური მაჩვენებლის თითქმის ნახევარი ხუთ პროდუქტზე მოდის – ბენზინზე, ელექტროენერგიის ტარიფზე, ძროხის ხორცზე, პურსა და დიზელზე.

 

ნავთობის ფასის პარალელურად, ივლისში, ორთვიანი კლების შემდეგ, გაიზარდა სურსათის გლობალური ფასებიც. ჯერჯერობით, აღნიშნული დინამიკა სრულ თანხვედრაშია თიბისი კაპიტალის საბაზო სცენართან, რომელიც დეკემბრისთვის წლიურ ინფლაციას 6%-იან ნიშნულზე მოიაზრებს. მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში ინფლაცია მცირედით შემცირდება, მათ შორის პურის ფასთან დაკავშირებული საბაზო ეფექტის შედეგად, დეკემბერში კი საბაზო ეფექტი უკვე საპირისპირო მიმართულებით იმოქმედებს. აღსანიშნავია, რომ საბაზო სცენარი წლის დარჩენილ პერიოდში ნავთობის გარკვეულწილად გაიაფებას მოიაზრებს. იმ შემთხვევაში, თუ ფასები უცვლელი დარჩება ან გაძვირდება, ინფლაციის პროგნოზი, შესაძლოა, დამატებით გაიზარდოს. მეორე მხრივ, თუ ბირჟებზე ფასები მკვეთრად შემცირდა – ივნისის მსგავსად – შემცირდება ინფლაციური ზეწოლაც.

 

ამასთან, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარად 9 სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 8.25%-ზე დატოვება რჩება, თუმცა პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტები, წინა სხდომასთან შედარებით, უფრო ძლიერია. საბაზო სცენარი წლის დარჩენილ პერიოდში მნიშვნელოვან დიზინფლაციას არ ითვალისწინებს, უცხოური საპროცენტო განაკვეთების ზრდა კი ადგილობრივ და უცხოურ განაკვეთებს შორის დიფერენციალს ამცირებს. ერთი მხრივ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ინფლაციის ზრდას დიდწილად რამდენიმე პროდუქტი განაპირობებს, უფრო ხისტი მაჩვენებლები კი მეტწილად ზომიერი წნეხის არსებობაზე მიუთითებს. მეორე მხრივ, გლობალურად იზრდება ე.წ. მეორე რიგის ეფექტების რისკი, ეს ფაქტორი კი მაისში სებ-მა პოლიტიკის გამკაცრების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად დაასახელა. როგორც თიბისი კაპიტალიივლისის მიმოხილვაში მიუთითებდა, საერთაშორისო ბაზრებზე ინფლაციური წნეხის გაძლიერების შემთხვევაში, გამორიცხული არც 8.5%-მდე დამატებითი ზრდაა. მიმდინარე ესკალაცია, შესაძლოა, სწორედ ასეთი შემთხვევა იყოს. თუმცა, არსებული გაურკვევლობის პირობებში, რთულია შეფასება, თუ რა საბოლოო ნიშნულზე ჩამოყალიბდება სასაქონლო პროდუქციის ფასები, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ამ ეტაპზე პროცესებზე შემდგომი დაკვირვება გაგრძელდება.

 

აგრეთვე, ივლისში დამატებით გაიზარდა უცხოური ვალუტის წმინდა შემოდინებები. 2025 წელს დაფიქსირებული 30.1%-დან, მიმდინარე წლის 7 თვეში სავაჭრო დეფიციტი მშპ-ის 26.4%-მდე შემცირდა, რასაც მკვეთრად გაზრდილი სასაქონლო ექსპორტი და იმპორტის კვლავ ზომიერი დინამიკა განაპირობებდა. მეორე კვარტალში, თიბისი კაპიტალის შეფასებით, კიდევ უფრო გაუმჯობესდა სეზონურად შესწორებული მიმდინარე ანგარიშის ბალანსი რეინვესტიციების გამორიცხვით, რომელმაც 2026 წლის პირველ კვარტალში პროფიციტი დააფიქსირა, დადებითი დინამიკა კი მესამე კვარტალშიც გრძელდება. ამ ფონზე, ჩვენი შეფასებით, ლარი ჯერ კიდევ წონასწორულ ნიშნულზე სუსტი რჩება – როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან ჭრილში. ამ ეტაპზე, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი დოლარი 2.60-2.65 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი. თუმცა, როგორც წინა მიმოხილვაშიც იყო მითითებული, მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება.

 

ძლიერი შემოდინებების პარალელურად, მოსალოდნელია, რომ სებ-ის მხრიდან უცხოური ვალუტის შესყიდვები გაგრძელდება. სებ-ის მონაცემებით, ივლისის ბოლოს საერთაშორისო რეზერვები საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) რეზერვების შესაბამისობის ნორმის (ARA) 118.7%-ს შეადგენდა, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ივლისში სავალუტო შესყიდვებმა 488 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, წლის პირველ შვიდ თვეში კი შესყიდვები 2.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. რეზერვების დაგროვება, სხვა ფაქტორებთან ერთად, S&P-ის მიერ 7 აგვისტოს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურამდე გადახედვის ერთ-ერთი საფუძველი იყო. სააგენტოს შეფასებით, საგარეო ბუფერების შემდგომი გაძლიერება სამომავლოდ, შესაძლოა, რეიტინგის გაზრდის ერთ-ერთი წინაპირობა გახდეს. ამ ფონზე, სებ-მა აგვისტოში ლარის ლიკვიდობის შემცირების ინსტრუმენტები აამოქმედა, როგორებიცაა სახაზინო ფასიანი ქაღალდების პორტფელის გაყიდვა და სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება. თავის მხრივ, საყურადღებოა, რომ აღნიშნული ქაღალდების ნაწილი არარეზიდენტებმა შეიძინეს, რის შედეგადაც არარეზიდენტების წილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელებში 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა, აშშ-ში ობლიგაციების მზარდი შემოსავლიანობის მიუხედავად.

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007690-macro-update-georgia

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved