• რეკლამა
  • კონტაქტი
16:37, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

ალია ავტორი - ალია
14:54 09-03-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
Facebook-ზე გაზიარება
90

იყო დრო, სტომატოლოგიაში სულ ორი ლაიფჰაკი არსებობდა: – სხვა, საღი კბილი არ “ამოედღლიზა” უზარმაზარი, რკინის მაშის მსგავსი მოწყობილობით სტომატოლოგს და პროთეზი იმდენად დიდი არ ყოფილიყო, გაღიმებისას არ ჩამოგვარდნოდა. დღეს სტომატოლოგია ტექნოლოგიურ და პროფესიონალურ ზენიტშია და სტომატოლოგიური ლაიფჰაკები ბევრად მრავალფეროვანი, საინტერესო და გამოსადეგია.

თუმცა, მანამდე, ვნახოთ რა რთული გზა გაიარა განვითარებამდე მედიცინის ამ დარგმა:

ჭია – ათასწლოვანი მითი

ანტიკური ხანიდან მოყოლებული მე-18 საუკუნემდე, შუმერები, ეგვიპტელები, თუ რომაელები თვლიდნენ, რომ კბილის ტკივილს იწვევდა ჭია, რომელიც კბილის შიგნით იბუდებდა და ქსოვილებს ჭამდა. მკურნალობას ცდილობდნენ კბილის “შებოლვით” ან ჭიის “ამოწვით”.

ლოკოკინის პასტა

მე-19 საუკუნეში ინგლისში კბილის ტკივილის გამაყუჩებლად და ღრძილების სამკურნალოდ ლოკოკინებისგან დამზადებულ მალამოს იყენებდნენ და ღრძილებზე ისვამდნენ 

რომაული მათეთრებელი

ძველ რომში ითვლებოდა, რომ ადამიანის შარდი იყო საუკეთესო მათეთრებელი საშუალება, ამიაკის გამო. მალევე დარწმუნდნენ, რომ არაჰიგიენური და სარისკო მეთოდი იყო.

“ხის კბილები”

არსებობდა ლეგენდა, რომ ჯორჯ ვაშინგტონს ხის კბილების პროთეზი ჰქონდა, მაგრამ ეს ტყუილია და რეალურად, მისი პროთეზი დამზადებული იყო სპილოს ძვლისგან, ტყვიისგან, ოქროსგან და ცხენის კბილებისგან  

არ მოვყვები “ვატერლოოს კბილებზე”, მყარი ნერვიული სისტემის მქონე ადამიანებმა თავად დაგუგლეთ.

“კბილის ნარკოტიკი”

1880-იან წლებში აშშ-ში კოკაინის წვეთები იყიდებოდა, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება კბილისა და ღრძილის ტკივილისას. რეკლამა იუწყებოდა, რომ ტკივილის გაქრობასთან ერთად, წვეთები განწყობას აუმჯობესებდა.

ახლა კი, დავბრუნდები ისევ თანამედროვე სტომატოლოგიაში მოგიყვები დაპირებულ ლაიფჰაკებზე:

ძაფით წმენდა

ძაფით ან ინტერდენტალური ჯაგრისით წმენდა აუცილებელია კბილების გახეხვამდე და არა მის შემდეგ. რადგან, კბილებს შორის ნადების მოცილების შემდგომ პასტის უკეთ შეაღწევას და უკეთ გაწმენდს მინანქარს 

არ გამოვლების წესი

ბავშვობაში ხშირად გვეუბნებიდნენ, რომ კარგად უნდა გამოგვევლო წყალი პირში, გახეხვის შემდგომ, მაგრამ რეალურად, კბილების გახეხვის შემდეგ პირის ღრუს წყლით გამოვლება ამცირებს კბილის პასტიდან მინანქარზე დარჩენილი ფთორიდის კონცენტრაციას. 

კვების შემდეგ მყისიერად არ გამოხეხვის წესი

-ჭამე? – გამოიხეხე! – მგონი, სულ ეს მესმოდა, ალბათ, შენც, ხომ? არადა კვებისას კბილის მინანქარი რბილდება, ამიტომ მყისიერმა გახეხვამ მინანქრის მექანიკური დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს, აქერცვლა მაგალითად  განსაკუთრებით უნდა დაიცვა ეს წესი თუ მიიღე მომჟავო ტიპის საკვები, გაზიანი სასმელები, ყავა, ციტრუსი. კბილის გამოხეხვა რეალურად, რეკომენდებულია საკვების, თუ სასმელის მიღებიდან 30-60 წუთში, ამ დროში, უკვე ნერწყვს ბუნებრივად აქვს აღდგენილი ბალანსი .

ულტრაბგერითი ჯაგრისები

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ელექტროჯაგრისი ბევრად ეფექტურად აცილებს ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადებს და ამცირებენ ნადების რისკს, ვიდრე სტანდარტული, მექანიკური ჯაგრისები.

საიდან მოდის უსიამოვნო სუნი?

-კბილი გამიფუჭდა, ალბათ, – რამდენჯერ გსმენიათ ეს ფრაზა ადამიანისგან, ვინც იგრძნო უსიამოვნო სუნი პირის ღრუში?  ძალიან ცუდ მდგომარეობაში უნდა იყოს კბილი უსიამოვნო სუნი რომ მოედოს პირის ღრუს და დამიჯერე, ბევრად ადრე გეტკინება, ვიდრე სუნს იგრძნობ  რეალურად, პირის ღრუში უსიამოვნო სუნს თითქმის 90 პროცენტში იწვევს ბაქტერიული ნადები ენაზე. ენის საწმენიც რომ არსებობს, ეგ ლაიფჰაკი აღარ არის უკვე კარგა ხანია და ეფექტური რომ არის მისი გამოყენება, უკვე მიხვდებოდი. 

ქსილიტოლის საღეჭი რეზინი

საღეჭი რეზინის პოპულარიზაციას არ ვეწევი და მით უფრო საღეჭი რეზინით ბუშტების გაბერვას და გახეთქვას, მაგრამ ქსილიტოლის საღეჭი რეზინი, საკვების მიღების შემდეგ, კარიესის რისკს ამცირებს. საქმე ისაა, რომ როგორც უკვე ავხსენი, კვების შემდეგ მინანქარი რბილდება და ყველაზე მოწყვლადი მაგ დროსაა კბილი, სანამ ნერწყვი ბალანსს აღადგენს. ქსილიტოლი ხელს უწყობს ნერწყვის გამოყოფას და ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას  

წყალი

ჭამის შემდეგ წყლის დალევას დიეტოლოგების ნაწილი “გვიკრძალავს”. მეორე ნაწილი ამბობს, რომ შეგვიძლია კვების შემდეგ წყლის დალევა. სამაგიეროდ, წყალი კვების შემდეგ, მინანქრისთვისაა ზედგამოჭრილი  – იგი ნერწყვდენას აუმჯობესებს და უკვე მესამედ ვამბობ, რამდენად საჭირო საქმეს აკეთებს კვების შემდეგ მინანქრისთვის ნერწყვი და უკვე დროა, ავხსნა რა გზით. ნერწყვი ანეიტრალებს მჟავებს და ამარაგებს მიმანქარს კალციუმითა და ფოსფატით  

აქვე გაგახსენებ იმასაც, რომ არაერთ კულტურაში, ყავის ან ჩაის დალევის შემდეგ წყალს სვამენ, ოღონდ, არ ვიცი, იციან თუ არა, რამდენად ეხმარებიან ამით კბილებს.

რა პერიოდში უნდა შეცვალო ჯაგრისი?

ალბათ, გაიფიქრებ, რომელი? – მექანიკური, თუ ელექტრო? – ორივე. მექანიკური უნდა გადააგდო და ელექტროჯაგრისის თავი უნდა გამოცვალო:

  1. სამ თვეში ერთხელ.
  2. ინფექციური დაავადების გადატანისთანავე

ქლორჰექსიდინი – სასარგებლოა, თუ მავნე?

ორივე! სასარგებლოცაა და მავნებელიც! 

ქლორჰექსიდინის შემცველი სავლებები ძალიან ეფექტურია ღრძილების ანთების დროს, თუმცა, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული 14 დღეზე მეტხანს. ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ლაქებს მინანქრზე, გემოვნების რეცეპტორების დროებით დაქვეითებას და პირის ღრუს მიკრობიომის დისბალანსს.

მათეთრებელი პასტები

რეკლამებით ხშირად გვირჩევენ და გვიქებენ, ხშირად ბევრად ძვირს ვიხდით, რათა სწორედ ეს მათეთრებელი პასტები ვიყიდით. არადა მუდმივად მათი გამოყენება მინანქარს ცვეთს, დროთა განმავლობაში, მინანქრის ჰიპერმგრძნობელობას იწვევს  მათეთრებელი პასტის გამოყონება კარგია თვეში რამდენჯერმე, ყოველდღიურად კი – გამოიყენე დაბალაბრაზიული (RDA ინდექსით 70-ზე ნაკლები) პასტები  

ვერცხლის ამალგამის ბჟენები

იგი თერმულად ფართოვდება, რამაც შესაძლოა კბილში მოკრობზარები გააჩინოს. გამოსავალი – პერიოდული დიაგნოსტიკაა. 

დიაბეტი და პაროდონტიტი

სამწუხაროდ, ერთმანეთთან კავშირშია  სისხლში გლუკოზის მაღალი დონე ზრდის ღრძილების ანთების რისკს. თავის მხრივ, პაროდონტიტის დროს, ინფექცია აუარესებს გლიკემიურ კონტროლს. ღრძილების კონტროლი და დროული მკურნალობა ერთადერთი გამოსავალია.

ნახშირი და სოდა

ამ ბოლოს ხშირად აღარ მესმის რჩევა მათი გამოყენების შესახებ, მაგრამ მაინც ვიტყვი – ორივე მაღალი აბრაზიულობით გამოირჩევა და ამიტომ მინანქარს ცვეთს  

ტრიქლოზანი

ტრიქლოზანი, როგორც ანტიბაქტერიული ნივთიერება, ფართოდ გამოიყენებოდა  დღეს იგი, FDA-სა და EMA-ს მიერ შეზღუდულია/ამოღებულია მრავალი პროდუქტიდან ენდოკრინულ სისტემაზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედებისთვის. ამიტომ, დარწმუნდი, რომ არ შეიცავს პროდუქტი ტრიქლოზანს

ფთორიდი

​კლინიკაში ფთორლაქის პროფესიული დატანა წელიწადში 2-4-ჯერ 43%-ით ამცირებს კარიესის განვითარების რისკს როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში განსაკუთრებით ფესვის კარიესისას.

ტკივილი

მწვავე პულპიტის დროს ტკივილი გაუსაძლისია  უამრავი ძვირადაღირებული საშუალებაა ბაზარზე, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ იბუპროფენის და პარაცეტამოლის კომბინირებული მიღება ბევრად ეფექტურია, ვიდრე ოპიოიდური პრეპარატები, ვინაიდან, ეს ორი მედიკამენტი პირდაპირ თრგუნავს პულპაში  ანთებით პროსტაგლანდინებს. რაც შეეხება დოზებს, დოზები აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს ასაკის, წონის მიხედვით და ტკივილიდან გამომდინარე.

და თუ უკვე დამაგვიანდა?

თუ დამაგვიანდა ლაიფჰაკები და უკვე გტკივა კბილი? ან მგრძნობელობა უკვე დარღვეულია? – ვწუხვარ, იმედია, ეს რჩევები დანარჩენ, ჯანსაღ კბილებზე გამოგადგება  

უკვე დაზიანებულ კბილზე ერთადერთი რჩევის მოცემა შემიძლია, სასწრაფოდ მიმართო სტომატოლოგს, არ გადადო, რადგან კბილის მდგომარეობა გართულდება და შემდგომ მკურნალობის ნაცვლად, მისი ამოღება მოგიწევს. იცი კი,  მოწესრიგებულ კბილებს რამხელა გავლენა აქვთ ორგანიზმის ჯანმრთელობაზე? და რას იწვევს მისი არქონა? ან რა კავშირშია კბილები ჭარ წონასთან? – იმედია, იცი, თუ არ იცი, შემდეგი ბლოგი ამ თემაზე მექნება. 

დღეს კი გიტოვებ ლინკს, სადაც სტომატოლოგიური ლაიფჰაკები აღარ იქნება, მაგრამ იქნებს კატალოგი სტომატოლოგიური კლინიკების, სტომატოლოგების. შეგიძლია აირჩიო საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ან ფასით, სულაც კომუნიკაციით.

რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს 2 მთავარი წესი, ყველა პრევენციული ხერხი გამოიყენე, რომ არ აგტკივდეს, მაგრამ თუ ოდნავ მაინც აგტკივდა, ან მგრძნობელობა გაიზრდება, – არ გადადო სტომატოლოგთან ვიზიტი, აღარ მალავენ ეგენი კაბინეტში უზარმაზარ რკინის მაშებს და აღარ არიან საშიშნი.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved