საჩხერეში თევზაობის დროს დენის დარტყმის შედეგად 31 წლის კაცი დაიღუპა – ინფორმაციას ,,ინფო იმერეთი” ავრცელებს.
გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ თევზაობისას ანკესი ელექტროკაბელს გამოედო, რამაც დენის დარტყმა გამოიწვია. კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს
📷 ინფო იმერეთი











კომენტარები