უბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში, იადიგაროვების ოჯახში.
არსებული ინფორმაციით, 15 წლის გოგო საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილ საქანელაზე ქანაობდა, რა დროსაც კონსტრუქციაზე თოკები გადაიგრიხა და გოგონას კისერზე შემოეხვია. – ინფორმაციას ,,მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მოზარდი ოჯახის წევრებმა ნახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
მომხდარის გარემოებებთან დაკავშირებით სოფელში ადგილობრივებს გარკვეული კითხვები გაუჩნდათ.
როგორც გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.











კომენტარები