„ქართული ოცნება“ საზოგადოებისთვის ავტორიტეტული ადამიანების დისკრედიტაციას ცდილობს, თუმცა არსებობენ ადამიანები, „რომლებიც ტალახს არ იკარებენ“ – ასე აფასებს ნანუკა ჟორჟოლიანი ნანი ბრეგვაძის წინააღმდეგ გავრცელებულ ვიდეორგოლს. მისი თქმით, ხელისუფლება საზოგადოებას მკვეთრი არჩევანის წინაშე აყენებს: „ან ჩვენსკენ ხარ, ან ტალახში გაგორიალებთ“, თუმცა ვერც ნანი ბრეგვაძეს და ვერც „სუხიშვილებს“ მსგავსი თავდასხმებით ვერაფერს დააკლებენ.
“ქართული ოცნება” ავტორიტეტებს ანგრევს, იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, რომ საზოგადოებაზე გავლენა ჰქონდეთ და ნანი მათთვის მოუნელებელი თემაა. “ქართულ ოცნებას” დღეს რაღაცნაირი მკვეთრი წყალგამყოფი აქვს: გეუბნებიან, რომ ან ჩვენსკენ ხარ, ან ავდგებით და ტალახში გაგორიალებთ. მაგრამ, არიან ადამიანები, რომლებიც ტალახს არ იკარებენ, სუხიშვილებს ვერასდროს ვერაფერს დააკლებენ, ვერც ნანი ბრეგვაძეს და ამ ქვეყანას. ერთი ხელით ნოდარ დუმბაძეს იცავენ და მეორე ხელით სუხიშვილებს ასე თავს ესხმიან, ეს არის ზუსტად პირფერობა და ეს არის ზუსტად, რომ ამ ხალხს საერთოდ, ქართველობასთან შემხებლობა არ აქვს და ამ ყველაფერს მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთებენ, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.











კომენტარები