ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი:
მედიაში უკვე გავრცელდა ფოტო, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ , ირაკლი ჭეიშვილი და ასევე „ქართული ოცნებიდან“, ბათუმის საკრებულოს წევრი, დავით მიქელაძე, კრინინალურ ავტირიტეტთან, იმედა (კოტო) აბაშიძესთან ერთად არიან სუფრაზე. მე მოვიპოვე კიდევ ორი ფოტო და ქვემოთ ვდებ. ირაკლი ჭეიშვილი და „კანონიერი ქურდის“, მინდია გორგაძის, „ლავს ოღლის“ მარჯვენა ხელად წოდებული, ირაკლი მამალაძე და ირაკლი ჭეიშვილი ერთად არიან გადაღებულები სუფრაზე და მეორე ფოტოზე, ისეც დავით მიქელაძე და იმედა(კოტო) აბაშიძე. მოკლედ, მე „კანონიერ ქურდს“ გამარჯვება რომ ვუთხრა, დამიჭერენ და ირაკლი ჭეიშვილსა და დავით მიქელაძეს ამათთან ქეიფი და გრიალიც ეპატიებათ. მერე რა, თუ პოლიტიკოსებს მათთან ურთიერთობა ეკრძალებათ? უკაცრავად და ფეხებზე არ ჰკიდიათ. ეს ყველაფერი, ამკრძალავი იურიდიული თუ მორალური კანონები, ჩვენთვის არის მოგონილი, უბრალო მოკვდავთათვის, ჭეიშვილის, მიქელაძესა მათნაირებს არ ეხებათ.
ეს ირაკლი ჭეიშვილია ძალიან საინტერესო პიროვნება. მასზე ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროს თანამშრომლობდა აჭარის უშიშროებასთან, ასლანის ოპოზიციაში იყო, მაგრამ ოპოზიციონერებს უშვებდა უშიშროებაშიო. თურმე, ეს ჯერ კიდევ „აჭარის რევოლუციამდე“ კარგა ხნით ადრე დაწყებულა, როდესაც ოპოზიციის ნაწილი ლამის იატაკქვეშეთში იყო და მათი ანტიასლანური ქმედებები ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ. ბევრი დაიჭირეს მაშინ და როგორც ამბობენ, ირაკლი ჭეიშვილის „დიდი წვილიც“ იყო თანამებრძოლების „ჩაშვებაში“. „აჭარის რევოლუციის“ მერე, ჭეიშვილი ჯერ ბათუმის მერის თანაშემწე იყო, მერე აჭარის მთავრობის აპარატში გამყოფილების უფროსი. ნუ, „ნაცი“ იყო, ეგეთი ბევრი არ იყო აჭარაში. კაცი ჰყავს ნაცემი იმის გამო, რომ მიშა სააკაშვილს დედა შეაგინაო, ამბობენ ბათუმში. ლევან ვარშალომიძეს თვალებში შესციცინებდა, რომ უფრო დიდი პოსტი მიეღო, მაგრამ რაც ზემოთ დავწერე, იმას ვერ გასცდა. მერე, გარკვეული მიზეზის გამო, ჭეიშვილსა და ვარშალომიძეს შორის დაძაბულა ურთიერთობა და ვარშალომიძეს ირაკლი წიხლქვეშ გაუგდია. ეს მამალი „ნაცი“ მერე გაქოცდა, ბათუმის საკრებულოს თავჯდომარეც იყო, აჭარის პარლამენტშიც მოხვდა თან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც გახდა, ახლა კი საქართველოს პარლამენტის წევრია.
საიდან ირაკლი ჭეიშვილის ასეთი წინსვლა? ის კახი კალაძის გუნდის წევრია , მაგრამ ეს არ არის დანაშაული, „ქართულ ოცნებაში“ ბევრი დაჯგუფებაა. საინტერესო ის არის, კალაძემ რატომ „აიკიდა“ ჭეიშვილი და რატომ სთხოვა ბიძინა ივანიშვილს მისი ჩასმა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში? იმიტომ, რომ ეს მისთვის ეს უთხოვია იმედა (კოტო) აბაშიძეს , „კანონიერ ქურდს“. კალაძის ურთიერთობა „კანონიერ ქურდებთან“ და კრიმინალურ ავტორიტეტებთან არ ახალია, ჯერ კიდევ კიევის „დინამოს“ საფეხბურთო გუნდში თამაშის დროს მეგობრობდა უკრაინაში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებთან“ და ეს ურთიერთობა დღემდე გაგრძელდა. რაღა გვიჭირს? „კანონიერ ქურდებს“, კრიმინალებს, მაფიას საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ პარლამენტში? მაშ მალე კოლუმბიას დავემსგავსებით, სადაც პაბლო ესკობარის საკუთარი ფრაქცია ჰყავდა კოლუმბიის პარლემენტში. იდეა მაქვს-ბარებ პირდაპირ კრიმინალური ავტორიტეტები დასვან კანონმდებლებად, არ გამოვა? ეჰ, არ გამოვა, მაგათ „ქურდული კანონები“ მუშაობას უკრძალავს, თორემ კახი კალაძე მათგანაც შეარჩევდა რამდენიმე სადეპუტატო კანდიდატს.
ვაი, ჩვენს პატრონს! ვინ გვაზის თავზე, ვის და რამდენს ვითმენთ. ირაკლი ჭეიშვილისა და მისთანების დაწერილი კანონებით მართული ქვეყნის წინსვლა არ გაიშვა.












კომენტარები