პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია:
არ ვიცი პატრიარქმა რა იგულისხმა თავის ქადაგებაში, კარგი იქნება თუ განიმარტება, თუმცა, მე საყურადღებოდ მომეჩვენა სიტყვა “მომაკვდავი” და შესაბამისად, ვივარაუდე, რომ პატრიარქი მძიმე ავადმყოფებს კი არ გულისხმობს, რომლებიც სიმძიმის მიუხედავად, შესაძლოა გადარჩნენ, არამედ “მომაკვდავებს”, რომელთაც სამედიცინო ტერმინოლოგიაში თავის სახელი აქვს – ტერმინალური, აგონალური, ინკურაბელური და ა.შ. ტიპის პაციენტები, რომლებიც უმძიმესად იტანჯებიან და მათ სასიცოცხლო ფუნქცია მხოლოდ აპარატი ინარჩუნებს.
მე მახსოვს, მამაჩემი სიცოცხლის ბოლო დღეებში როგორ იტანჯებოდა და მხოლოდ აპარატი უზრუნველჰყოფდა მის სასიცოცხლო ფუნქციებს, ვნატრობდი, ევთანაზიის უფლება არსებულიყო.ჩემი ერთი ახლობელი სიცოცხლის ბოლო დღეებში უკვე ქსოვილოვანი ნეკროზის რეჟიმში იყო, რასაც ჩვენ გახრწნას ვეძახით და უმძიმეს დღეში იყო პაციენტიც და მისი ოჯახიც.
თუ პატრიარქი მსგავს მდგომარეობას გულისხმობს და ევთანაზიის შესაძლებლობაზე მსჯელობს, მაშინ ეს ნამდვილად არის სამსჯელობო და ღირებული თემა. სხვა ვერსია არ მინდა ვიგულისხმო მის ქადაგებაში.











კომენტარები