თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებმა თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი ზღვაში, 30 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.
საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკის და აღჭურვილობის გამოყენებით მიმდინარეობდა”, – აცხადებენ უწყებაში











კომენტარები