დეკემბრის აქციების დროს დაპატიმრებული 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძე შეწყალებულთა სიაში არიან.
„ზოდიაქოში“ დასაქმებულ მეგობრებს აქციების დროს 112-ის სამეთვალყურეო კამერების ჯგუფურად დაზიანება ედებოდათ ბრალად.
ორივეს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
27 აგვისტოს მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა.











კომენტარები