სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
■ ირაკლი კობახიძემ 72 887 ლარი გადაიხადა შვილების სწავლაში, ბოლო 2 წელში. ორივე შვილი ელიტურ, კერძო სკოლაში დაჰყავს სასწავლებლად.
■ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის შვილი კერძო სკოლაში სწავლობდა. („ახალი სკოლა” და ბრიტანულ-ქართული აკადემია)
■ სუსის უფროსი გელა გელაძე შვილს ბრიტანეთში ასწავლის და 124 000 ლარს ურიცხავს. მეორე შვილის – „ევროპულ სკოლაში“ 22 115 ლარს იხდის.
■ განათლების ყოფილი მინისტრი, გიორგი ამილახვარი ერთ შვილს ბრიტანეთში ასწავლის – 221 852 ლარს ურიცხავს. მეორე შვილის კერძო სკოლაში 15 369 ლარი გადაიხადა.
■ ალუდა ღუდუშაურმა ორივე შვილის სწავლაში წელიწადში 35 216 ლარი გადაიხადა.
■ ლაშა ხუციშვილმა (მინისტრი) 24 300 ლარი ჩარიცხა შვილების კერძო სკოლაში- 1 წლის საფასური.
■ დავით სონღულაშვილს (მინისტრი) კერძო სკოლაში დაჰყავს შვილები და 14500 ლარს იხდის. ერთ-ერთი შვილი ევროპაში სწავლობს და 45 700 ლარს ურიცხავენ წელიწადში.
■ მაკა ბოჭორიშვილი შვილს კერძო სკოლაში ასწავლიდა, შემდეგ ევროპაში გაუშვა სასწავლებლად.
■ რევაზ სოხაძეს (მინისტრი) შვილი კერძო სკოლაში დაჰყავს. წელიწადში 12 752 ლარი გადაიხადა.
■ შალვა გოგოლაძე (მინისტრი) შვილების სწავლაში 35 480 ლარს იხდის.
■ პაატა სალიამაც (მინისტრი) შვილს წელიწადში 25 000 ლარი გადაუხადა.
■ ირაკლი ჩიქოვანის (მინისტრი) ერთი შვილი ამერიკის მოქალაქეა. მეორეს სწავლაში 17 176 ლარს ურიცხავს.
■ კახა კალაძის შვილები ელიტურ სკოლაში დადიან / საზღვარგარეთ სწავლობენ / ოთხივე ევროპაში გაჩნდა.
■ თეა წულუკიანის შვილი ერთ-ერთ ძვირადღირებულ სკოლაში დადის. ბოლო 5 წელში, სწავლაში 54 000 ლარამდე გადაიხადა.
■ ნინო წილოსანის ორივე შვილი საზღვარგარეთ სწავლობს. ბოლო 3 წელში 188 000 ლარი გადაურიცხა.
ვიდრე ბავშვების ნაწილს სკოლაში ჩეჩმა აქვს; ჯერ ისევ შეშის ღუმელით თბებიან. ათასობით ბავშვს სკოლა არ აქვს და მეორე სმენაში, შორ მანძილზე დადიან, სხვას შეკედლებულები.
ვიდრე სკოლებისა და ბაღების ასაშენებელ ფულს წლების მანძილზე ოცნების ჩინოვნიკები იპარავდნენ. ახლა კი, უხარისხო სკოლის ფორმის ჩაცვას გაიძულებენ და გაშინებენ.
მანამდე, საკუთარ შვილებს ელიტურ სკოლებში, ევროპისა და ამერიკის სასწავლებლებში ასწავლიან. ჩვენი ახალგაზრდები კი, წელს უკვე უნივერსიტეტებშიც ვერ მოხვდნენ.
ℹ️ ინფორმაცია დეკლარაციებიდან.











კომენტარები