*ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა დიხამინჯია:
მინდა, რომ კარგად გაიაზროთ ეს მასწავლებლებმა და მშობლებმა:
სკოლების ნგრევა-შენება დაიწყეს პანდემიის შემდეგ. რამდენიმე წელია, ასობით მილიონ ლარს ფლანგავენ ან ჭამენ ისე, რომ სკოლები რჩება დანგრეული, ბავშვები დადიან მეორე და მესამე ცვლაში.
აგერ რუსთავში რომელიღაც სკოლაში დაწყებითი კლასები დადიან თურმე მესამე ცვლაში. 6-7-8 წლის ბავშვს 4-სთზე რომ მიიყვან სკოლაში და 7-ზე გამოიყვან, რა უნდა ისწავლოს, რა სწავლის ჩვევები უნდა ჩამოუყალიბდეს, სხვა წრეებზე როგორ უნდა ატარო?
ამ უმძიმესი პრობლემის გამოსწორების ნაცვლად – უზარმაზარი დრო, ფული და ენერგია დახარჯეს სრულიად მოუხერხებელი ფორმების შემოტანაზე და რომელიღაც ჩინური კომპანიის გამდიდრებაზე.
სამაგიეროდ, იპოვეს გამოსავალი – ისევ უზარმაზარი ფული უნდა დახარჯონ ამ სამარცხვინო ყუთებზე, რომელიც საქართველოს განათლების ყველა სტანდარტს არღვევს.
ახლა ერთნაირ ფორმებში გამოწყობილი მოსწავლეები ამ ერთნაირ ყუთებში ისწავლიან, კიდევ უფრო მოუხერხებლად.
ოდნავ რომ გადარდებდეთ საკუთარი შვილები და მოსწავლეები – ნახევარი მილიონი მოსწავლეა საჯარო სკოლებში და ჯამში მილიონი ზრდასრული ხართ მათი მშობლები და მასწავლებლები – ვინ გაგიბედავდათ ასეთ კორუფციას და ასეთ დამცირებას?
ერთი ისაა კარგი, რომ დანგრეული სკოლების სტატისტიკას არ გვაძლევდნენ და ამ შესყიდვით მარტივად დავინახავთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ.












კომენტარები