• რეკლამა
  • კონტაქტი
17:02, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეხლა მაქვს თავისუფლად საუბრის საშუალება”– მდინარაძე ღარიბაშვილის წერილებზე

ალია ავტორი - ალია
15:04 08-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
119

ქართული ოცნების რეგიონალური განვითარების უკვე ყოფილი მინისტრი, მამუკა მდინარაძე, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ თანამდებობიდან და პოლიტიკიდან მიდის, ყოფილი პრემიერის, ციხეში მყოფი, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე და ბრალდებებზე დასმული კითხვის პასუხად, ამბობს:

სერიოზულად გითხრათ? აი, აბსოლუტურად თანაგრძნობის პოზიციიდან გითხრათ? არანაირ კავშირში არ არის, არანაირ კავშირში არ არის. ერთ რამეს გეტყვით: წერილი ღარიბაშვილის კი არა, არავისთვის არ გამიგზავნია, მესიჯი თუ არ ჩაითვლება, სატელეფონო. არავისთვის, ცხოვრებაში არანაირი წერილი არ გამიგზავნია, არანაირი, არასდროს.

ანუ წერილი რომ გამომიგზავნაო, ხო თქვა?

რა წერია იმ წერილში, რაც გამოქვეყნდა, წაკითხული გაქვთ? ანუ ის ჩემი მხარდამჭერის პოზიციიდან ლაპარაკობდა, ხო? ის წერილი ჩემი ყოფილიყო. დავანებოთ თავი… აი, მივყვეთ ლოგიკას, ეხლა მაქვს თავისუფლად საუბრის საშუალება. მხარდამჭერის პოზიციიდან არის წერილი დაწერილი, ხო? მამუკა მდინარაძე რანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო? აი, სად არის ლოგიკა, აბა თქვენ მიხსენით.

“ჩვენ ორი გზა გვაქვს“ და რაღაცეები ეწერა, ხო? „ან უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე…“ მამუკა მდინარაძე წერდა: „ვიბრძოლოთ ბოლომდეო“? სერიოზულად უყურებთ ამ საკითხს თქვენ, თუ რაშია საქმე?

არავითარი წერილი არ გამიგზავნია, არავითარი. აი, პირდაპირ გეუბნებით: მსგავსი საკითხებით მე არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, მით უმეტეს, მით უმეტეს, წერილი ჩემს ცხოვრებაში არ გამიგზავნია არავისთვის.

აბსურდია, რასაც ღარიბაშვილი წერს. 

ყოფილ თანამდებობის პირს რომ ჰკითხავდნენ, რაღაცა აღიარებითი ჩვენება ეგრეთ წოდებული რომ არის, ამის შესახებ ინფორმაცია მიეღო ყოფილ პრემიერს, ეს გიკვირთ თქვენ?

ზედაპირული ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ, რომ ვიყავი ის ადამიანი, ვინც ერთი წამით უკან არ დახეულა კორუფციასთან ბრძოლაში და თუკი ვინმე განაწყენებულია იმაზე, რომ სუსი აკავებდა ადამიანს კორუფციაზე, კორუფციულ დანაშაულზე, მაშინ, როდესაც მამუკა მდინარაძე იყო სუსის უფროსი, შეიძლება ამასაც მივაწეროთ, მაგრამ მე არა ვარ ამაში დარწმუნებული, ეს საიდანღაც ასე იყო, შეიძლება ვიღაცას მამუკა დაბრკოლებად მოეჩვენა… მოეჩვენა მას შემდეგ, რაც იმ თანამდებობაზე აღარ იყო, ან შეიძლება ივარაუდა ეს,,, და ასე შემდეგ, დავუშვათ, ხო? მაგრამ ესეც ზედაპირული ვარაუდია…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved