• რეკლამა
  • კონტაქტი
09:42, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

ალია ავტორი - ალია
14:51 08-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2026 წლის 1-ელი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი განხორციელდა როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. დეზინფორმაციად კლასიფიცირებული ინფორმაციის შეფასება განხორციელდა შესაბამისი ფაქტების გადამოწმებისა და დადგენილი მეთოდოლოგიური კრიტერიუმების საფუძველზე.

საინფორმაციო-ანალიტიკურმა განყოფილებამ საანგარიშო პერიოდში რაოდენობრივი კვლევის წარმოებისას გამოკვეთა 21 დეზინფორმაცია, 1 მანიპულაცია და 1 იმიჯის შელახვა. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაცია რიგ შემთხვევებში კამპანიურ ხასიათს ატარებდა. გავრცელებული დეზინფორმაციები ძირითადად ეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს.

აქტიურად ვრცელდებოდა ნარატივები არჩევნების გაყალბების, ცესკოს პოლიტიკური მიკერძოების, ელექტრონული არჩევნების, ხმის ფარულობისა და სხვა საკითხების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში განხილულ შემთხვევებთან დაკავშირებით ბრალდებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

აღნიშნული ნარატივების გავრცელებამ, თავის მხრივ, შესაძლოა ხელი შეუწყო საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგების მიმართ საზოგადოებაში კითხვებისა და უნდობლობის გაჩენას. ამასთან, მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა ცალკეულ ქართულ და საერთაშორისო საინფორმაციო წყაროებში მსგავსი ან ერთმანეთთან შინაარსობრივად თანხვედრილი გზავნილების გავრცელების შემთხვევებიც.

საანგარიშო პერიოდის ანალიზმა აჩვენა, რომ სხვადასხვა თემაზე გავრცელებული განცხადებები დაკავშირებული იყო ერთმანეთთან და ერთიან საინფორმაციო კამპანიას ემსახურებოდა, მათი ერთობლივი გავრცელება ქმნიდა რისკს, რომ საზოგადოებაში შემცირებულიყო ნდობა ცესკოს საქმიანობის, საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგების მიმართ და გაჩენილიყო დამატებითი კითხვები საარჩევნო პროცესის სანდოობასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დეზინფორმაციის გავრცელება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება მუდმივ რეჟიმში ახორციელებს საინფორმაციო სივრცის მონიტორინგს, რათა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მცდარი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოვლენის შემთხვევაში, საზოგადოებას დროულად მიეწოდოს გადამოწმებული, ზუსტი და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved