• რეკლამა
  • კონტაქტი
17:50, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ვარ უკრაინის ასე თავგადადებული მხარდამჭერი, როცა ვიცი რომ ამ ქვენის ელიტამ გაძარცვა უკრაინა, რომ ზელენსკი 2008 წელს დასცინოდა საქართველოს? – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:28 08-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
ირაკლი მელაშვილი
Facebook-ზე გაზიარება
427

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

არაერთს გაკვირვებით უკითხავს ჩემთვის, თუ რატომ ვარ უკრაინის ასე თავგადადებული მხარდამჭერი, როცა ვიცი რომ ამ ქვენის ელიტამ გაძარცვა უკრაინა, რომ ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ჩანს, დღესაც აგრძელებს სახელმწიფოს ძარცვას, როცა ვიცი, რომ კორუფციის პრობლემა ქვეყნის არც ერთმა ხელმძღვანელმა, მათ შორის ახლანდელმაც არ გადაჭრა, რომ ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის მხრიდან იყო განცხადებები საქართველოზე, რომელიც მაინცდამაინც არ შეეფერებოდა მეგობარი სახელმწიფოს პოლიტიკოსის საქციელს, რომ ზელენსკი 2008 წელს დასცინოდა საქართველოს და ა.შ.
ცოტა შორიდან დავიწყებ. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს სსრკ-ში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მებაირახტეები იყვნენ ბალტიისპირელები, ჯერ ჩვენ, შემდეგ კი მოლდოვა და სომხეთი ჩავდექით ამ პროცესის ავნგარდაში. რა თქმა უნდა, ამ ექვსი რესპუბლიკის მტკიცე უარმა ხელი მოეწერა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებისათვის, სსრკ სერიოზულად შეარყია, (ზოგიერთ ჭკუის კოლოფს რომ კითხო, თავისით იშლებოდა კაცო, წყნარად ვმჯდარიყავოთ და დამოუკიდებლობა ნიუტონის ვაშლივით თავზე დაგვეცემოდაო! ) მაგრამ ამ ბრძოლაში ბოლო ყველაზე დიდი ლოდი, საკავშირო მთავრობას სწორედ უკრაინამ დაადო, როცა ჯერ 1991 წლის 25 აგვისტოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შემდეგ კი რეფერენდუმით უკრაინის მოსახლეობამ დაამტკიცა ქვეყნის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა. ვისაც წაკითხული აქვს 1991 წლის 8 დეკემბერს ბელოვეჟკაია პუშჩაში ბორის ელცინს, ლეონიდ კრავჩუკსა და სტანისლავ შუშკევიჩს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის ამბები, მას ეცოდინება, რომ რუსეთის დელეგაციის მიერ საბჭოთა კავშირის დაშლის თაობაზე თანხმობის მიზეზი სწორედ უკრაინის პრეზიდენტის შეუვალი პოზიცია გახდა, რომლებმაც რუსებს განუცხადა, რომ უკრაინელი ხალხის მიერ რეფერენდუმზე დამოუკიდებლობისათვის ხმის მიცემის შემდეგ ის არას დიდებით არ მოაწერდა ხელს რაიმეს, რაც ამ რეფერენდუმის შედეგებს ეწინააღმდეგებოდა.

ეს ამბავი მაშინ ძალიან მალევე ვიცოდი და ჩემთვის ნათელი იყო, რომ უკრაინამ ითამაშა უდიდესი როლი იმაში, რომ ჩვენ იმპერიას თავი დავაღწიეთ და დამოუკიდებლობის მივაღწიეთ.

მე მახსოვს, შევხედრივარ უკრაინელ მებრძოლებს, რომლებიც 1992 -1993 წლების რუსეთ საქართველოს ომში ორგანიზებულად ჩამოვიდნენ საქართველოში და ბოლომდე თავდადებით იბრძოდნენ ქართველების გვერდით. ბევრი მათგანი დაიღუპა და ვთვლი, რომ უბრალო წესიერება მოითხოვს ქართველები უკრაინელი ხალხისთვის მიმართ უბრალოდ მადლიერი სოლიდარულები ვიყოთ, თუნდაც მაშინ ჩვენს გვერდზე დგომისათვის!
მე მახსოვს რა დახმარება გაგვიწია უკრაინის მთავრობამ სოხუმის დაცემის შემდეგ, როცა ვერტფრენებით დღეების განმავლობაში გადმოჰყავდა აფხაზეთიდან გამოქცეული და დალის ხეობაში ჩარჩენილი მოსახლეობა, რომლებსაც შიმშილით და სიცივით სიკვდილის საფრთხე ემუქრებოდა.
მე ვიცი, რომ დღეს უკრაინა, გარდა იმისა რომ იბრძვის საკუთარი დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისათვის, ამ ბრძოლით ის ასამარებს იმპერიას, აღარ აძლევს მას საშუალებას, მოინდომოს ჩვენი და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელახლა დამორჩილება და დამონება.
მე ვიცი რომ როგორც არ უნდა გაუჭირდეთ და ძალიან უჭირთ, უკრაინელები მაინც არ დანებდებიან! უკრაინაში შეჭრის პირველი დღღეებიდანვე, როცა მთელი მსოფლიო დღეებს ითვლიდა, თუ როდის შევიდოდა რუსის ჯარი კიევში, ვამბობდი და ვწერდი, რომ ეს იყო პუტინის უზარმაზარი შეცდომა , რომ ეს ომი არც სამ დღეში, არც სამ კვირაში და არც სამ თვეში არ დამთავრდებოდა, რომ უკრაინა იომებდა, მარტო ჯარი, სპეცსამსახურები, პოლიცია კი არა, უკრაინის ხალხი იომებდა. ამას ვწერდი იმ დღეებში და ბევრი დამცინოდა. არადა, სწორედ უკრაინელი ერი ომობს უკვე 4 წელია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ ომში, ბევრჯერ უფრო მრავალრიცხოვან, უკეთ შეიარაღებულ და მომზადებულ მოწინააღმდგესთან.
ისინი რომ არ დანებდებოდნენ დიდი ხანია ვიცი, რადგანაც მაგალითად ვიცნობდი მათ დისისდენტებს, სულ ახალგაზრდას მქონდა ბედნიერება ურთიერთობა მქონოდა უკრაინის ეროვნულ გმირ, ლევკო ლუკიანენკოსთან, რომელმაც სსრკ-ს ბანაკებში ჯამში 26 წელი გაატარა და გადასახლებებიანა 31 წელი მოიხადა!
ვესწრებოდი 90-იან წლებში კიევში იმ ადამიანების შეკრებას, რომლებსაც რუსული პროპაგანდა უკრაინელ ნაციონალისტებს და ფაშისტებს უწოდებს, ეს იყო ხალხი ყველა სოციალურ ფენიდან, დაწყებული პროფესურიდან, გაგრძელებული ბიზნემენებით, კაზაკებით და დამთავრებული უბრალო უკრაინელი გლეხებით, ვიცნობდი ახალგაზრდა დასავლელ უკრაინელ პოლიტიკოსებს (აი მათ, ვისაც ბანდერელებს უწოდებენ). ისინი ჯერ კიდევ მაშინ, 30 -35 წლის წინ მეუბნებოდნენ, რომ რუსებთან ომი აუცილებლად იქნებოდა, ვინაიდან რუსები იმპერიის დაკარგვას არ შეეგუებოდნენ, უკრაინის გარეშე კი ისინი იმპერიას ვერ აღდგენდნენ. მე არ მჯეროდა, ვთვლიდი, რომ რადიკალები იყვნენ და აჭარბებდნენ. ვცდებოდი, თან მაგრად!!
ახლა ვხდები რატომ ემზადებოდნენ მორალურად, ფიზკურად, რატომ ცდილობდნენ მზად ყოფილიყვნენ საკუთარი ქვეყნის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დასაცავად. მე არ ვსაუბრობ მათ ელიტებზე, ვინც უსირცხვილოდ ძარცვა უკრაინა, მათ გარდა იყო და არის მილიონობით უკრაინელი პატრიოტი, ვისზეც დგას დღეს ფრონტის ხაზიც და ზურგიც. ჩვენ ვხედავთ საოცარ გმირობას არამარტო ბრძლის ველზე , არამედ ვუყურებთ რაც ხდება ქვეყანაში. უკრაინის სახელმწიფო ამ სასტიკ ომში თავიდან იბადება თავისი პატრიოტი მოქალაქეების საოცარი გამომგონებლობით, ჭკუით, განათლებითა და შრომისმოყვრეობით!
ეს ხალხი ფაქტობრივად დაქცეულ, გაძარცვულ და ყოველდღიური დაბომბვების ქვეშ მყოფ ქვეყანაში, ახერხებს სამხედრო რეფორმას, ჯარის გარდაქმნას, სრულიად ახალი, ტექნოლოგიზებული სამხედრო წარმოების შექმნას, შეიარაღების მთელ რიგ სახეობებში ბოლო ორ სამ წელიწადში მსოფლიო ლიდერებში გასვლას. შიდა პრობლემები აქვთ, რა თქმა უნდა, კორუფციაც არის, რუსეთზეც ალბათ ვიღაცეებიც მუშაობენ,
იმპერიის აღდენის მოსურნეებიც არიან ჯერ კიდევ ალბათ შემორჩენილი, მაგრამ უკრაინული ნაცია იბრძვის, დანებებას არ აპირებს და ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, მორალს, ზნეობას, იმ ამბავს, რომ თუ კაცი ხარ და ღირსება გაქვს, აგრესორის მხარეს არ უნდა დადგე, აი ამ ყველაფერს რომ შევეშვათ, დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემი სამშობლოს თავისუფლების გზა ამ ომში უკრაინის გამარჯვებაზე გადის. ესაა ჩემი სათქმელი, თუ რატომ ვდგავარ უკრაინელების გვერდით! ვინც ვერ გაიგებს, ვერაფრით დავეხმარები!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved