თბილისის მერი, კახა კალაძე, დღეს აცხადებს, რომ რუსთაველის რეაბილიტაციის შემდეგ, ეს იქნება „საუკეთესო პროექტი, რომლითაც ყველა იამაყებს“, მანამდე კი, იქნება მტვერი და ხმაური და პირდება ხალხს, რომ მტვერს და ხმაურს მათთან ერთად მოითმენ. რა გზით აპირებს ამის შესრულებას, ადგილზე მოითმენს, თუ სადმე სხვაგან, გრილ, მშვიდ გარემოში – უცნობია.
კალაძე არ საუბრობს რეაბილიტაციის პერიოდში კიდევ ერთ მთავარ პრობლემაზე – საცობზე, შესაბამისად, უცნობია, როგორ აპირებს უახლოესი სამი თვე გადაადგილების პრობლემის მოგვარებას,
პირველი რაც კეთდება, ეს არის კომუნიკაციების შეცვლა მთლიანად გამზირზე, რასაც რა თქმა უნდა ახლავს დისკომფორტი, განსაკუთრებით გადაადგილების და მოძრაობის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ხმაური და მტვერი, განსაკუთრებით იქ და ირგვლივ მცხოვრები ოჯახებისთვსი და ადამიანებისთვის, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების სხვანაირად წარმოება ფაქტობრივად შეუძლებელია, შესაბამისად, ჩემი თხოვნა იყო, რომ ყველამ ერთად უნდა მოვითმინოთ ნოემბრის ბოლომდე”, – აცხადებს კალაძე.











კომენტარები