“თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი, გიორგი შაიშმელაშვილი ირაკლი ღარიბაშვილისგან წერილებს ეხმაურება მედიასთან და ყოფილი პრემიერისგან, სამ კონკრეტულ საკითხზე, ითხოვს პასუხებს:
“ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა მის მიერ მოთხრობილი და გადმოცემული მთელი ეს ამბავი – როგორ გაჩნდა “მეორე ფრონტის” შესახებ ცრუ ნარატივი. იმიტომ, რომ ის იყო ამ დროს პრემიერ-მინისტრი, და მეტიც “ოცნებამ” თქვა, რომ მასთან უშუალო კავშირი ჰქონდა იმდროინდელ აშშ-ს ელჩს დეგნანს, სადაც თითქოს ამ საკითხებმა გაიჟღერა. უნდა გვითხრას, რადგან ეს არის თემა, რომლის ირგვლივაც ერთის მხრივ ამ ქვეყნის ბედისწერა ლამის შეიცვალა.
უნდა გვითხრას მან რა კავშირები ჰქონდა ამ ძალადობრივ ჯგუფებთან (5 ივლისის მოვლენები), როგორ ხდებოდა მათი ორგანიზება, რა როლი ჰქონდა ამ ყველაფერში საპატრიარქოს, მის უშუალო გარემოცვას და ა.შ.
ასევე როგორ შექმნა ტროლებისა და ბოტების ქარხანა თავის მეგობრებთან ერთად ჯერ შსს-ში, მერე მთავრობის ადმინისტრაციაში და ბოლოს თავდაცვის სამინისტროში”











კომენტარები