• რეკლამა
  • კონტაქტი
00:13, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

ალია ავტორი - ალია
13:51 08-26-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
124

წარმატებისთვის „სწორ დროს და სწორ ადგილას“ ყოფნა ყოველთვის საჭირო არ არის. თიბისის დახმარებით, საქართველოს ნებისმიერი კუთხე შეიძლება გახდეს სწორი ადგილი განათლების მისაღებად. სწორედ ამ შესაძლებლობას ქმნის თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა, რომელიც ახალგაზრდებს თანამედროვე ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

ამ ეკოსისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა თიბისი კამპუსი — უფასო ონლაინ პროგრამა 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის. მონაწილეებს შეუძლიათ ცოდნა მიიღონ მარკეტინგის, პროდუქტის მენეჯმენტის, ბიზნეს ანალიზისა და პროექტების მართვის მიმართულებებით და სწავლის პარალელურად პრაქტიკული უნარებიც განივითარონ.

გაგაცნობთ თიბისი კამპუსის კურსდამთავრებულს სოფო ბერიძეს ახალციხიდან:

„ჩემი ქალაქის დატოვება არ მინდა და ვფიქრობ, რომ თუ განვითარება და სწავლა გინდა ნებისმიერი ადგილიდან შეძლებ ამას. სწორი ადგილი და სწორი დრო არ არსებობს შენი მომავლის შესაქმნელად. შენ მომავალს ირჩევ შენ. ჩემი მთავარი გეგმაა რომ მიღებული ცოდნა გამოვიყენო სხვადასხვა ობიექტებისთვის მარკეტინგული კამპანიების შესაქმნელად. კამპუსის კურსის გავლის შემდეგ ერთ-ერთ კვების ობიექტს ახალციხეში უკვე გავუწერე მარკეტინგული კამპანია“.

კამპუსის პროგრამა მხოლოდ ლექციებს არ გულისხმობს. აქ მონაწილეები ინტერაქციულ ფორმატში სწავლობენ, ურთიერთობენ ლექტორებთან და მენტორებთან, მუშაობენ რეალურ პროექტებზე და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან თანამოაზრეებს იცნობენ. ონლაინ ფორმატი მათ საშუალებას აძლევს, სწავლა საკუთარ ყოველდღიურობას მოარგონ და გეოგრაფიული ბარიერების გარეშე მიიღონ თანამედროვე განათლება.

თიბისი კამპუსს უკვე 1 000-მდე მონაწილე ჰყავს, მათგან 57% რეგიონებიდანაა, ხოლო ბოლო ნაკადი 112-მა სტუდენტმა წარმატებით დაასრულა.

კამპუსთან ერთად, თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა აერთიანებს თიბისიტექსკოლასა და თიბისი IT აკადემიასაც. თიბისის ონლაინ განათლების მიზანია, ხარისხიანი განათლება ფინანსურ და გეოგრაფიულ ბარიერებზე დამოკიდებული არ იყოს.

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები – სწორი ადგილია განათლებისთვის!

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი
ახალი ამბები

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი

14:53 10-28-2026
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved