პეკინი აშშ-ის მიერ ირანის სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესების მუქარას მკაცრად პასუხობს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშინგტონის შეზღუდვებს უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ საკუთარი უფლებებისა და ეკონომიკური ინტერესების დასაცავად ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს.
პეკინში გამართულ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლინ ძიანმა (Lin Jian) ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ დაანონსებულ ზომებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ გააჩნია:
“ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება უკანონო, ცალმხრივ სანქციებს, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი საფუძველი საერთაშორისო სამართალში და არ არიან სანქცირებული გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ.
ჩინეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა ყოველთვის საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში ხორციელდებოდა და ეს პროცესი არ უნდა შეფერხდეს ან დაირღვეს. ეკონომიკური ომი და მაქსიმალური ზეწოლა პრობლემას ვერ მოაგვარებს — ეს მხოლოდ აღრმავებს დაძაბულობას და აზიანებს გლობალურ ეკონომიკურ და ფინანსურ წესრიგს.
პეკინის განცხადება მოჰყვა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გაფრთხილებას, რომლის თანახმად, ვაშინგტონი აფართოებს მეორადი სანქციების მასშტაბს იმ ქვეყნებისა და ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც თეირანთან სავაჭრო ურთიერთობებს, განსაკუთრებით ნავთობის შესყიდვებს გააგრძელებენ.











კომენტარები