• რეკლამა
  • კონტაქტი
17:00, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

ალია ავტორი - ალია
15:00 07-29-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

აფთიაქში ადამიანები სხვადასხვა მიზეზით შედიან. ზოგს კონკრეტული მედიკამენტი სჭირდება, ზოგსექიმის დანიშნულების დაზუსტება, ზოგს კი უბრალოდ სურს, მოუსმინონ და არჩევანის გაკეთებაში დაეხმარონ. ეს შეხვედრა, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდება, იმდენად ხანმოკლეა, რომ იშვიათად გვაფიქრებს, რა დგას მის უკან.

სინამდვილეში, იმ რამდენიმე წუთს წინ უძღვის პროცესი, რომელიც მომხმარებლისთვის თითქმის უხილავია – ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიუხედავად, ცოდნის მუდმივი განახლებაა აუცილებელი; რადგან ფარმაცევტის პროფესია დღეს აღარ არის ისეთი, როგორიც თუნდაც ოცი წლის წინ იყო.

ერთ დროს პროფესიის მთავარი ამოცანა მედიკამენტების შემადგენლობის, მოქმედების და შენახვის პირობების ცოდნა იყო. დღეს ამას კიდევ ბევრი რამ დაემატა: მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გააზრება, ასობით ახალი პროდუქტის ცოდნა, სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტების ერთმანეთისგან გარჩევა, მომხმარებლის საჭიროებების შეფასება, სწორი კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა. ფარმაცევტი სულ უფრო ხშირად იქცევა იმ ადამიანად, ვისთანაც პაციენტს ჯანდაცვის სისტემაში პირველი შეხება აქვს.

ეს ცვლილება მხოლოდ საქართველოს არ ეხება. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფარმაცევტული პრაქტიკა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა. პარალელურად, უწყვეტი პროფესიული განათლება პროფესიის განუყოფელ ნაწილად იქცა. ახალი კვლევები, განახლებული რეკომენდაციები, ინოვაციური პროდუქტები, ყველაფერი იმდენად სწრაფად იცვლება, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა პროფესიული ცხოვრების მხოლოდ საწყის ეტაპად მიიჩნევა.

ეს ტრანსფორმაცია, შესაძლოა, ნაკლებად თვალსაჩინოა, თუმცა ყოველდღიურ პრაქტიკაში კარგად იგრძნობა. საქართველოში ფარმაცევტული სექტორის თანამედროვე განვითარებას საფუძველი გასული საუკუნის 90-იან წლებში სამმა კომპანიამ, მათ შორის PSP-მ, ჩაუყარა. მთავარი გამოწვევა მედიკამენტების ფიზიკურ ხელმისაწვდომობასთან ერთად თანამედროვე მედიკამენტებისა და მედიცინის სიახლეების დანერგვა იყო. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ფარმაცევტების ცოდნის უწყვეტმა განვითარებამ ითამაშა.

PSP-მ 1994 წელს ევროპული გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების იმპორტი დაიწყო, მოგვიანებით სააფთიაქო ქსელის შექმნა. გაფართოვების პარალელურად საჭირო გახდათანამშრომლების მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და სასწავლო სისტემების შექმნაზეზრუნვა.

2003 წელს კომპანიაში ჩამოყალიბდა იდეა, რომ სწავლა დასაქმებასთან ერთად არ უნდა დასრულებულიყო. ასე შეიქმნა PSP აკადემია, რომელიც დროთა განმავლობაში ტრენინგების სივრციდან უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემად ჩამოყალიბდა.

დღეს აკადემიაში 12 სასწავლო პროგრამა მოქმედებს. ზოგიერთი მათგანი 100 საათზე მეტს მოიცავს. სიახლეების გაცნობის მიზნით კი, ყოველ კვარტალში, სხვადასხვა მიმართულებით დაახლოებით 5000 მონაწილე გადის სწავლებას.პროგრამები აერთიანებს ფარმაცევტებს, სილამაზის კონსულტანტებსა და მენეჯერებს, ყველას, ვინც ყოველდღიურად მომხმარებელთან ურთიერთობს.

ცოდნის განახლება მხოლოდ შიდა გამოცდილებით აღარ შემოიფარგლება. აკადემიამ მიმდინარე წლის განმავლობაში 30-მდე საერთაშორისო ტრენერს უმასპინძლა. მათი ტრენინგები მხოლოდ ფარმაცევტულ და სამედიცინო თემებს არ მოიცავდა.განხილვის საგანი იყო ყველაფერი, რაც თანამედროვე აფთიაქის ყოველდღიურობას ქმნის – სამკურნალო საშუალებებიდან და საკვები დანამატებიდან დაწყებული, დერმატოკოსმეტიკით, პირის ღრუს მოვლითა და არომათერაპიით დასრულებული. აკადემიაში მუდმივად ხდება ფარმაცევტების, კონსულტანტებისა და მენეჯერებისატესტაცია: ცოდნისა და უნარების შეფასება და განმეორებით სწავლება.

თუმცა, პროფესიული განვითარება მხოლოდ პროდუქტის ცოდნას აღარ ნიშნავს. თანამედროვე აფთიაქში ხარისხიან მომსახურებას გუნდი ქმნის, ხოლო გუნდის ხარისხს – მისი ხელმძღვანელი. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მენეჯერების განვითარებასაც. თანამედროვე ხელმძღვანელს მხოლოდ პროცესების მართვა აღარ ევალება – მან უნდა შეძლოს გუნდის მოტივაციის შენარჩუნება, მუდმივი ცვლილებების პირობებში ეფექტიანი მუშაობა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სწავლა ყოველდღიური კულტურის ნაწილია. ამ მიდგომას დაეფუძნა PSP-ის „მენეჯერების განვითარების” უნიკალური პროგრამა, რომელიც PSP-ს მენეჯერების დიდმა ნაწილმა უკვე გაიარა და ეტაპობრივად ქსელის ყველა მენეჯერს მოიცავს.

შესაძლოა, ეს ყველაფერი მომხმარებლისთვის უხილავი დარჩეს. ის მხოლოდ რამდენიმე წუთს ატარებს აფთიაქში. თუმცა სწორედ ამ რამდენიმე წუთის ხარისხს განსაზღვრავს ის, რაც ბევრად ადრე იწყება – სწავლის სურვილით, პროფესიული განვითარებითა და PSP-ს კორპორაციულიკულტურით, რომელიც ცოდნას არა ერთჯერად მოვლენად, არამედ ყოველდღიურ პასუხისმგებლობად აღიქვამს.

“PSP-სთვის ფარმაცევტების ცოდნის მუდმივი განახლება და პროფესიის განვითარება მხოლოდ კომპანიის საჭიროება არ არის – ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ბაზრის ლიდერის როლს ახლავს. საერთაშორისო ფარმაცევტული და სამედიცინო ბრენდებისთვის სანდო და სასურველი პარტნიორის როლში, PSP-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში თანამედროვე ფარმაცევტული ცოდნისა და პრაქტიკის განვითარებაში. სწორედ ამიტომ, კომპანიისთვის პროფესიული განვითარება მუდმივი პროცესია, რომელიც მომხმარებლებისა და პარტნიორების ნდობის საფუძველს ქმნის”-აცხადებენ PSP-ში.

ალბათ სწორედ ამიტომაც შეიცვალა ფარმაცევტის პროფესია ყველაზე მეტად არა გარეგნულად, არამედ შინაარსობრივად- თანამედროვე ფარმაცევტის პროფესია ყოველდღე თავიდან ისწავლება.

(R)

თეგები: psp

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved