• რეკლამა
  • კონტაქტი
17:07, სამშაბათი, 28 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მიგაჩნიათ, რომ ეროვნული ღირებულებების დაცვა „ჩამორჩენილობაა“, ხოლო ეროვნული ნიჰილიზმი — „პროგრესი“? – ლადო სადღობელაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:45 07-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი:

,,- ისევ ისტერიკა! როგორც კი ქვეყანაში იქმნება სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც ეროვნულ და საზოგადოებრივ ინტერესებზეა ორიენტირებული, ოპოზიციური მედიის ნარატივი უცვლელია… აუცილებლად უნდა ახსენონ „მხედრიონი“ ან „კადიროვის პოლიცია“. წარსულში პირადად მე დამიფუძნებია მსგავსი ორგანიზაციები და ის სიბინძურის ნიაღვარი რაც ახლა ამ ჯანსაღ და პროგრესულ ახალგაზრდების მიმართ არსებობს ჩემს თავზე გამომიცდია! არ მოგბეზრდათ მეგობრებო?
– საინტერესოა ეს ანგაჟირებული მანქურთები რომელ ნაწილს არ ეთანხმებიან? ენის, კულტურის და იდენტობის დაცვა? გაწუხებთ რომ საზოგადოებას საკუთარი ფესვების, ისტორიისა და თვითშეგნების შენარჩუნება სურს? მიგაჩნიათ, რომ ეროვნული ღირებულებების დაცვა „ჩამორჩენილობაა“, ხოლო ეროვნული ნიჰილიზმი — „პროგრესი“?
– როდესაც „ეროვნულობის დაცვის“ იდეა ვინმეს აფრთხობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია თავად ძლიერი, თვითმყოფადი და დამოუკიდებელი საზოგადოების არსებობა. როდიდანაა დასაძრახი ახალგაზრდების სწორი ღირებულებებით სოციალიზაცია და საზოგადოების კონსოლიდაცია?! ნაცვლად იმისა, რომ მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა გულანთებულ მოქალაქეთა კონსტრუქციულ აქტივობას, კვლავ შიშების დათესვასა და იარლიყების მიწებებას ვხედავთ.
– დროა, სამოქალაქო ინიციატივებს დასავლური, დემოკრატიული თვალით შევხედოთ და არა პოლიტიკური ისტერიკით! აი მაგალითად დიდ ბრიტანეთში ათწლეულებია წარმატებით მოქმედებენ ისეთი სამოქალაქო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, როგორებიცაა Street Pastors ან Neighborhood Watch. ბრიტანეთში მსგავსი გაერთიანებები ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების, საზოგადოებრივი წესრიგის, მორალური მხარდაჭერისა და უსაფრთხოების გარანტად ითვლება.
– ეს არ არის სახელმწიფოს ჩანაცვლება ეს არის საზოგადოების პასუხისმგებლობა საკუთარი გარემოს წინაშე!
Ps ამ ყველაფერს თან ახლავს უშუალო პერსონალური ბულინგი ჟანა აკოფაშვილის წინააღმდეგ… თავს „ლიბერალებად“ და „ქალთა უფლებების დამცველებად“ აცხადებენ და ამავდროულად ბულინგისა და ლაფის შესხმის კამპანიას აწყობენ ქალის წინააღმდეგ, მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქართველიშვილის მეუღლეა. აშკარად ჩანს მათი ნამდვილი სახე.”

თეგები: ლადო სადღობელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved