• რეკლამა
  • კონტაქტი
05:03, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ეუბნება ვიკა ბუკია მამაკაცს, რომელიც მისი გინების გამო, 500 ლარით დააჯარიმეს

ალია ავტორი - ალია
15:21 06-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
343

ჟურნალისტი ვიკა ბუკია:

,,ახმეტელი ზაქარია მარკოზაშვილი დააჯარიმეს ჩემი შეურაცხყოფისთვის, გაჭირვებული კაციაო სოფელ ხორხელიდან. გაითვალისწინეს მისი მდგომარეობა და 500 ლარი დაუწერესო.

მთავარი ამბები კახეთიდან/mak.ge შემთხვევით შევიტყვე ეს ამბავი. თელავში გამართულა სხდომა.

კახელ კაცს გინებას რომ აუკრძალავდნენ იფიქრებდა ნეტა ბატონი ზაქარია?

პირველივე წუთს, ეგრევე ვიფიქრე რომ დავხმარებოდი ამ კაცს ჯარიმის გადახდაში. დიდსულოვანი საქციელი იქნებოდა ჩემგან. ალბათ ყველა იაზრებთ, რომ არც ისეთი დიდი თანხაა, რომ ვერ შემეგროვებინა სულ რაღაც რამდენიმე წუთში. იქნებ 500 ლარი მართლა მიღირდეს იმად, რომ დავანახო მათ: ჩვენ თქვენნაირები არ ვართ. ჩვენ ვნერვიულობთ როგორ უნდა გადაიხადოს გაჭირვებულმა კაცმა ჯარიმა გინებისთვის, მათ შორის ჩვენი გინებისთვის.

მაგრამ განა ეს სწორია? მართალი ვიქნები გულს ავყვე და არა გონებას?
ჩემი გონება კი ამას მეუბნება:

მართლა ჩემი გინება ხომ არაა ამ კაცის დანაშაული? ეს კაცი ხელისუფლების მხარდამჭერია. მას მისივე არჩეული მთავრობა აჯარიმებს. ამ ურთიერთობაში გაჩხერვა არ შეიძლება. სწორი იქნება რომ შედეგები მთავრობის გაუგონარი გადაწყვეტილების გამო მხარდამჭერმა თავის ტყავზე თავადვე იწვნიოს – გადააფასოს, გაბრაზდეს, დაფიქრდეს.

ჩემი გინება მოსულა. მაგრამ ალბათ ეს კაცი მზიას დაჭერასაც უჭერდა მხარს. უჭერდა მხარს ბავშვების ცემასაც, სინდისის ტყვეების დაჭერასაც, ალბათ ტაშს უკრავდა ბიძინას ყველა გამოსვლას და ითხოვდა უფრო მწარედ დაესაჯათ ადამიანები.. ამიტომ ხომ მაქვს უფლება მისივე რჩეული მთავრობის პირისპირ დავტოვო?

ის ალბათ კითხულობს ამ სტატუსსაც, რადგან ჩემს კედელზეა ხოლმე:

მე თქვენთვის არ მიჩივლია, ბატონო ზაქრო. მამუკა მდინარაძე კი არ ვარ და მარიამ ლაშხი, რომ საკუთარ თავს ეგ ვაკადრო, საკუთარი თავი ასე ავიგდო აბუჩად და დასაცინად რომ ადამიანს ვუჩივლო სტატუსის გამო. მკიდია რას დაწერთ.

თქვენ იმიტომ გსჯიან, რომ თქვენ მათთვის იდეური მოკავშირეები კი არა, უბრალოდ, ბიუჯეტის შესავსები იაფი მასალა ხართ. იმიტომ გსჯიან, რომ ეს პრეცედენტი შექმნან. რომ მერე, როცა დასჭირდებათ, ყოველგვარი ჩვენი საჩივრების გარეშე, ჩვენვე გვიჩივლონ და დაგვაჯარიმონ „ქოცების შეურაცხყოფისთვის“. ბატონი ზაქარია, თქვენ საცდელი კურდღელი ხართ თქვენივე მხარდაჭერილი ხელისუფლების, მეტი არაფერი. ისინი საკუთარ მომხრეებს იყენებენ, რათა მერე ჩვენ დაგვიპირისპირდნენ. ჰოდა, ეს არაჯანსაღი ურთიერთობა – თქვენი და მთავრობის ურთიერთობაა. მე აქ ზედმეტი ვარ.”

 

როგორც მთავარი ამბები კახეთიდან წერს,  26 ივნისს თელავის რაიონულმა სასამართლომ ტელეწამყვან ვიკა ბუკიას საჯარო შეურაცხყოფისთვის, მოქალაქე ზაქარია მარკოზაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლე თეონა კობიაშვილმა დაადგინა, რომ მარკოზაშვილმა ბუკიას მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენა.

ამავე დღეს განიხილებოდა მოქალაქე იოსებ ჭუაძის საქმეც, რომელსაც თეა წულუკიანისა და ლევან მურუსიძის შეურაცხყოფას ედავებიან.

ჭუაძე ერთადერთი იყო იმ პირთაგან, ვინც სასამართლო სხდომას დაესწრო. როგორც მან განაცხადა, სამართალდარღვევას აღიარებს.

კონკრეტული ქმედებისთვის ჭუაძეს 45 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ან 1 500-დან 3 000 ლარამდე ჯარიმა ემუქრება.

თბილისის მერის, კახა კალაძისათვის სოციალურ ქსელში მიყენებულ შეურაცხყოფას ედავებიან მოქალაქე ალექსი კენჭოშვილს.

აღნიშნული პროცესი გადაიდო, რადგან სამართალდამრღვევს უწყება ვერ ჩაბარდა. ბოლო ორ საქმეს მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძე განიხილავს.

თეგები: ვიკა ბუკია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved