• რეკლამა
  • კონტაქტი
16:31, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი – საია

ალია ავტორი - ალია
17:15 06-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
125

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”  ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური და სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თავისუფლებააღკვეთილი პირების ფიზიკური კეთილდღეობა და მათ საჭიროების შემთხვევაში სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს.

საია აცხადებს, რომ ელენე ხოშტარია პოლიტიკური პატიმარია და მიიჩნევს, რომ მის მიმართ მართლმსაჯულების ინსტრუმენტები პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით იქნა გამოყენებული.

“2026 წლის 17 ივნისს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა საპატიმროში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობი გაუარესების შესახებ. პენიტენციური სისტემა ვალდებულია პატიმარს უზრუნველყოფდეს ზუსტად იმავე ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და მოცულობის სამედიცინო სერვისებით, რაც გარანტირებულია ნებისმიერი თავისუფალი მოქალაქისთვის სამოქალაქო სექტორში (სამედიცინო მომსახურების ექვივალენტურობის პრინციპი).

სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფიზიკური კეთილდღეობა, მათ შორის, მათთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევით. ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სათანადო სამედიცინო მომსახურების არარსებობა შეიძლება გაუტოლდეს მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას.

როდესაც დაწესებულების შიდა სამედიცინო რესურსი შეიძლება ვერ აკმაყოფილებდეს პაციენტის სპეციფიკურ საჭიროებებს, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს პირის დროული გადაყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში და მისი ადეკვატური მკურნალობა, განსაკუთრებით, იმ გამწვავებული ვითარების ფონზე, როდესაც ელენე ხოშტარია არის პოლიტიკური პატიმარი, რომლის მიმართაც პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით იქნა გამოყენებული მართლმსაჯულების ინსტრუმენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადეკვატურ მკურნალობაზე უარის თქმა ან მისი არაჯეროვანი გაწევა ასევე გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ვალდებულებების დარღვევას ამჯერად უკვე კონვენციის მე-3 მუხლის, წამების აკრძალვის, მიმართულებით”

თეგები: ელენე ხოშტარიასაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved