• რეკლამა
  • კონტაქტი
17:12, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა – “შარშან ზაფხულშიც იგივე სიტუაცია გვქონდა”

ალია ავტორი - ალია
15:12 06-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ატრაქციონზე 12 წლის ბავშვი დაშავდა – ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ფაქტს ადასტურებენ ბათუმის მერიაში, თუმცა, ამბობენ, რომ სკვერში ატრაქციონები გამართულია და არ აქვთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია ბავშვის დაზიანება.

„ბათუმელები“ ესაუბრა ბავშვის დეიდას, რომელიც ამბობს, რომ საქანელა, რომელზეც მისი დისშვილი დაშავდა, არაერთხელ ყოფილა დაზიანებული და მშობლები თავად ცდილობდნენ შეკეთებას.

„ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული და 2 კვირა ასე უნდა იყოს. ჯერ არ ვიცით, შეძლებს თუ არა ფეხის დადგმას ამის შემდეგ. კიდევ კარგი, საქანელას ჩაწყვეტით უკან არ გადავარდა და ხერხემალი არ დაიზიანა.

არც მცირეწლოვნების საქანელებია კარგ მდგომარეობაში. უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ საქანელებზე 15-16 წლის ბავშვებიც სხედან ხოლმე და ხშირად უნდა შეამოწმონ.

ამ შემთხვევის შემდეგ ჯაჭვები შეცვალეს მხოლოდ და ისიც ნაწილ-ნაწილ. ისედაც ჩანს, რომ ნაწილია გამოცვლილი, რადგან ძველი ჯაჭვები მიჟანგულია და ახალი ვერცხლისფრად პრიალებს.  ეს პოსტიც იმიტომ დავდე ფეისბუქზე რომ მინდოდა, სხვებსაც ჰქონოდათ ამაზე ინფორმაცია“- ამბობს ბავშვის დეიდა, თამო ბოლქვაძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, ბავშვთა გასართობი ტერიტორია ასევე გაუმართავია ფიროსმანის ქუჩის ბოლოს.

„არის შემთხვევები, როცა დიდებიც აზიანებენ ამ საქანელებს, ფეხებითაც დგებიან, მაგრამ თვეში ერთხელ ხომ უნდა შემოწმდეს ატრაქციონები? შარშან ზაფხულშიც იგივე სიტუაცია გვქონდა, რამდენჯერმე ჩაწყდა საქანელები და უნდა გენახათ, რა მდგომარეობა იყო. ხელით რომ იყო შეკეთებული ეს ჯაჭვები, ალბათ ამის გამო, დამოკლებული იყო ბევრ ადგილას და საქანელები სწორად კი აღარ იდგა, დაყირავებული იყო.

უნდა ნახოთ, რა სისწრაფით ქანაობენ ბავშვები და ჰაერში რომ ჩაუწყდეთ, წარმოიდგინეთ, რა დაზიანებას მიიღებენ.

ჩამოსასრიალებელი ადგილებიც არ არის მყარად გაკეთებული, რადგან ბევრჯერ შევნიშნე, რომ ბავშვების ჩამოსრიალების შემდეგ გადაიზნიქება ხოლმე ატრაქციონი და ეს ძალიან საშიშია“ – ამბობს თამო ბოლქვაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved