• რეკლამა
  • კონტაქტი
02:10, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პარტიაში ვითარება ასრიალდა”; “კიდევ ერთხელ.ცდილობ ხალხის მოტყუებას” – ნიკა გვარამია და მაია ბაჩანაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:21 06-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
384

ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, პასუხობს ნაციონალური მოძრაობის წევრს, მაია ბაჩანაშვილს, რომელმაც გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნიკა გვარამია, ზუგდიდში, კოალიციის “ცვლილებებისთვის” შეხვედრაზე, სცენიდან ესალმება ციხეში მყოფ მიხეილ სააკაშვილს

ნიკა გვარამია:

ახალი კომპრომატი “დაუძინებელი მეგობრებისგან” ანუ, პატიმარი როა, რატომ თქვიო. არ ამბობ – რატომ არ თქვიო. მანდ თან სალომე ზურაბიშვილსაც მივესალმე შემდეგ წინადადებაში. ეგ მოუჭრიათ . ახლა აქ დაწერენ, მიშას და სალომეს ერთად როგორ მიესალმეო.

პარტიაში ვითარება აშკარად ასრიალდა.

ps მიძინებულნო, სააკაშვილის პოლიტპატიმრობა არც ჩემზე უკეთ იცით, არც ჩემზე მეტი გიწვალით რომელიმეს და არც მომავალში გააკეთებთ ჩემზე მეტს რომელიმე თქვენთაგანი – გინდა წევრი, გინდა მომხრე. მაგრამ ნამდვილად არ ნიშნავს ეგ იმას, რომ 5იანების ხმები მინდა. ხმების გამო არ ვიცავ მე ადამიანებს და პოლიტიკის გამო არ ვივიწყებ მეგობრების ფასს..

მაია ბაჩანაშვილი:

როგორც ჩანს, ჩემი სტატუსი და ვიდეო იმდენად მოხვდა მიზანში, რომ ნიკა გვარამიამ საკუთარ გვერდზე გადამიზიარა და საპასუხო სტატუსიც გამოაცხო.

მოკლედ, მისი პასუხის არსი ასეთია:არავინ თქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, თურმე ამაზე ჩემზე მეტი არავის უბრძოლიაო; სააკაშვილის ხსენება პრობლემას არ წარმოადგენსო; ვიდეო კონტექსტიდან ამოგლეჯილიაო; და თან სალომე ზურაბიშვილსაც მივესალმე, უბრალოდ ეგ ნაწილი მოუჭრიათო.

ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.

ნიკა გვარამია, კიდევ ერთხელ ცდილობ საკითხის გადატანას და ხალხის მოტყუებას.

ვინ გითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის? ამის მტკიცება შენზე მეტად სწორედ იმ ადამიანებს არ სჭირდებათ, ვინც წლების განმავლობაში მის გვერდით იდგა, მის გამო იბრძოდა და დღემდე ერთგულად უჭერს მხარს.

საქმე სხვა რამეშია.

შენ თავად ამტკიცებდი, რომ არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის სახელს არ იყენებდით. დღეს კი არსებობს ვიდეო, სადაც სწორედ მის სახელს ახსენებ, მის პოლიტიკურ კაპიტალს ეყრდნობი და მისი ავტორიტეტის გამოყენებას ცდილობ. ეს არის ფაქტი და არა „კომპრომატი“.

ხალხი შტერები არ არიან. ძალიან კარგად ესმით, რატომ ახსენე მიხეილ სააკაშვილი და რა პოლიტიკური მიზანი იდგა ამის უკან. ამიტომ ნუ ცდილობ დისკუსიის გადატანას იმაზე, თითქოს ვიღაც მის პოლიტპატიმრობას უარყოფს.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ბევრისთვის საერთოდ უმნიშვნელოა, ვის ესალმები და ვის არა. მაგრამ სრულიად ლეგიტიმური კითხვაა, რატომ ესალმები ადამიანს, რომელმაც საქართველო 2008 წლის ომის დაწყებაში დაადანაშაულა და საკუთარი განცხადებები დღემდე არ უარყვია.

სამწუხაროდ, სწორედ ასეთმა პოლიტიკამ , მტერისა და მოყვარის ვერგარჩევამ, მუდმივმა კუდის ქიცინმა, პრინციპების დაკარგვამ და პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით ფერების ცვლამ მიიყვანა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც დღეს ვიმყოფებით.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელით პოლიტიკურ ქულებს იწერთ მაშინ, როცა მისი ყველაზე მძიმე დღეების დროს მის პოლიტიკურ მემკვიდრეობას ემიჯნებით, ხოლო სალომე ზურაბიშვილს კოჭს უგორებთ.

თუ ეს თქვენთვის პრინციპულობაა, მაშინ საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თავად შეაფასოს ასეთი „პრინციპების“ ფასი.

ნიკა გვარამია  რაც არ უნდა ეცადო, ვერ დაიძვრენ თავს და ვერ მოატყუებ ადამიანებს.

წერტილი!!!!

თეგები: მაია ბაჩანაშვილინიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved