• რეკლამა
  • კონტაქტი
20:33, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ნანუკა ჟორჟოლიანი ცდები, თუ ეგრე გგონია” – ნიკა გვარამია ნანუკა ჟორჟოლიანს

ალია ავტორი - ალია
22:40 06-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,609

,,კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია ნანუკა ჟორჟილიანს მიმართავს, რომელმაც ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ ბევრი ამომრჩევლისთვის 4-იანი სწორედ მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდებოდა:

,,4-იანი არც ნიშნავდა და არც ნიშნავს მიშა სააკაშვილს. ნანუკა ჟორჟოლიანი ცდები თუ ეგრე გგონია ან ვინმე თუ გარწმუნებს, გატყუებს ან შეცდომაში შეყავხარ.

თავს ნუ მოიტყუებთ მეგობრებო: არ ყოფილა ეგრე და ძალიან ღიად, საჯაროდ და ხისტად ითქვა ეს, თან ძალიან ბევრჯერ. არც სააკაშვილის სახელი გამოუყენებია 4-იანს არჩევნებზე და დამარცხებული ნაცი რეგიონალების ჭორაობის გარდა, არც ერთი ამის რეალური მაგალითი არსად და არასდროს ყოფილა წარმოდგენილი.

დამარცხებული ნაცმოძრაობის და მისი დამფინანსებლების გაპრავება, თუ “რატომ ვერ შეძლეს”, ტყუილიცაა და დღემდე სასაცილოდ და უსუსურად გამოიყურება. ყოველ ჯერზე ასე იქნება, ვიდრე ნაცმოძრაობა ვერ გაიგებს, რომ მარტო მიშა არაა საკმარისი არათუ არჩევნების მოსაგებად, არამედ ოპოზიციაში ყველაზე წინ გასასვლელადაც კი. რაც მეტი დრო გავა, კიდევ უფრო მეტად ასე იქნება. იმიტომ კი არა, რომ მიშაა სუსტი (არა, მე პირიქით მგონია ახლაც და მანამდეც ასე მეგონა), არამედ იმიტომ, რომ არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი გონიათ მიღწევადი. არადა, დიდი ხანია ასე აღარაა და კიდევ უფრო მეტად გამორიცხულია, რომ ოდესმე უკვე ასე იყოს.

სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს.

რეალურ პრობლემებზე მიუთითეთ, ჯობია, ამ პარტიასაც და მიშასაც, იმის ნაცვლად, რომ “რა თქმა უნდა ასეა და საკმარისია” იძახოთ და ატყუოთ. ატყუოთ და კიდევ უფრო შეამციროთ მათი შანსები და ისეთი უმძიმესი შეცდომები დააშვებინოთ, როგორც მიშას აქ ჩამოსვლა იყო და უსასრულო ციხისთვის გაწირვა”

თეგები: ნანუკა ჟორჟოლიანინიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved