• რეკლამა
  • კონტაქტი
00:40, პარასკევი, 5 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაზე შეთანხმდნენ კობახიძე და დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები?

ალია ავტორი - ალია
17:39 06-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

“ოცნების” გადაწყვეტილებით, დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამანტების უზრუნველყოფის საკითხებზე  საგანგებო სამუშაო ჯგუფი იქნება – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მშობლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მოზარდებისთვის კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით.

„დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე. ანუ, ამ შეხვედრაზე შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც უზრუნველყოფის კუთხით მუშაობა დაიწყება. კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით. შეიქმნება საგანგებო სამუშაო ჯგუფი, დაიწყება კონკრეტული სამუშაო პროცესი და რა თქმა უნდა, მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც კონკრეტული მიზეზების გამო ახლა არ ვასახელებთ, თუმცა ამის შესახებ მშობლების სრულ წრეს სათანადო ინფორმაცია ექნება,“ – განაცხადა კობახიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების წამლით უზრუნველყოფის საკითხზე მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება.

„გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის, რომ არა მხოლოდ მედიკამენტების, არამედ ყველა სხვა მიმართულებით არსებობდეს ბავშვებიც და პაციენტების საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა. ყველა სიახლის შესახებ უპირველესად ინფორმირებული იქნებიან მშობლები, პაციენტები. ბუნებრივია, საზოგადოებასაც მიმდინარეობის შესახებ ყველაფერთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია ექნება“, – განაცხადა სარჯველაძემ. მან მადლობა გადაუხადა მშობლებს და პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს ჩართულობისთვის.

თეგები: დიუშენის სინდრომიირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved