საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:
პირველად მაღალთანამდებობის ევროპელი რომ ითხოვს სამომავლო მოლაპარაკებები რუსეთთან ასევე საქართველოსა და მოლდავეთის ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხსაც მოიცავდეს, და ასეთ განცხადებას საქართველოს პრემიერი არ ესალმებოდეს !!! …. ამაზე რა ითქმის ???
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებაზე საქართველოდან და მოლდოვადან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნის თაობაზე და თქვა:
„ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს არის ასეთი ცნობილი გამონათქვამი. როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ ამას და არ უნდა აკეთებდნენ ისეთ რაღაცას, რაც ქვეყანას ხელოვნურად უქმნის დამატებით რისკებს სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს. აქამდე ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ წლების განმავლობაში იდგა სწორედ საპირისპირო მხარეს და უპირისპირდებოდა ჩვენი ქართველი ხალხის, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.”














კომენტარები