• რეკლამა
  • კონტაქტი
21:50, შაბათი, 23 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ჯარიმები ხალხს კი არ დავუწესოთ, მაღალჩინოსნებს გავუნახევროთ ხელფასები, ყოველ მოპარულ ლარზე სახლი-კარი მივატანინოთ ხაზინაში” – ლალი მოროშკინა

ალია ავტორი - ალია
18:08 05-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,701

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:

,,ხმამაღლა და გამოთქმით წასაკითხი!!!!
ყოველი ახალი დაჭერა “ოცნების” მაღალჩინოსნის მუთაქაში ჩატენილი მილიონობით კუპიურებით,
ერთ დიდ ეჭვს ბადებს,რომ რეპტილოიდებმა დაგვიპყრეს და ცდილობენ ფულადი სახსრების მითვისებით კაცთა მოდგმა და პოპულაცია შეამცირონ.
ხვდებით ხო,რომ ლოგიკური ახსნა ღორობის უპრეცედენტო მაგალითებს უბრალოდ არ აქვს?
მაშინ როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად არის გაზრდილი ურთულესი დაავადებები პატარა ბავშვებში, მაშინ როცა ათასობით პატარა და მათი მშობელი უკურნებელ სენს ებრძვის, ვიღაც ჩლიქოსნები ბედავენ და ჭამენ,
ხრავენ, პარსავენ ქვეყანას.
საერთოდ არ მაქვს არანაირი ემპათია,მიუხედავად იმისა,რომ მთელი ცხოვრება გისოსებს იქით მოხვედრილ ადამიანებს ვქომაგობდი.
გული მტკივა და ნერვები მეშლება იმაზე,რომ ქვეყანა რომელიც შეიძლება 5 წელიწადში შვეიცარიას დაამსგავსო, ათიოდე გაღორებული,
ნამუსგარეცხილი, რეპტილოიდის გამო მუდმივ ჭაობშია!
აგერ ავტობანის დიდი მონაკვეთი დაზიანდა,
იმიტომ რომ ვიღაცამ ფული ჯიბეში ჩაიდო, აგერ გურიის მონაკვეთი ამ სეზონზეც სავალალო მდგომარეობაშია და გაუთავებელ საცობებში მოგვიწევს ისევ დგომა,იმიტომ რომ “ასფალტი შეიჭამა”, აგერ ჩაქვის მონაკვეთი ჩავარდა,იმიტომ რომ რაღაც კიდე მიაჭამეს,
აქეთ სიღნაღში ყოველ მეორე დღეს შუქი ქვრება, მაცივრები დნება და პროდუქცია ფუჭდება, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ ფრანგ,ამერიკელ და ინგლისელ სტუმარს(წელს ეს სამი ქვეყანა ლიდერობს ტურისტთა რაოდენობით) როგორ უნდა აუხსნა,რატომ უწევთ სანთელზე ვახშამი,როცა ეს” რომანტიკა” არ შეუკვეთიათ?
რატომ?
იმიტომ რომ ასე მუშაობენ ენერგო კომპანიები და კაცი არაა მომკითხველი,არადა უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტი შემოვიდა!
არ დაილია “აგერ” არა!!!!
რა ვქნათ?
რა და ჯარიმები ხალხს კი არ დავუწესოთ, მაღალჩინოსნებს გავუნახევროთ ხელფასები,
ყოველ მოპარულ ლარზე სახლი-კარი მივატანინოთ ხაზინაში და როგორც ჩვენი პირველი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი იქცევა, კორუფციაზე დავხვრიტოთ!
შეიჭამა ქვეყანა!!!
დიდი ხანია იმაზე მეტი მოიპარეს,ვიდრე ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებაში საკუთარი ჯიბიდან გაიღო!
განგაშის ზარები შემოვკრათ,სანამ ქვეყანა უფსკრულში გადაიჩეხა!
P.S. ჩემი კეთილი რჩევაა,ვიღაცეები საერთოდ ჩამოაშოროთ ეკრანებს და ამოუვსოთ სალაპარაკო წყარო, სანამ გამწარებული ხალხი ხელკეტებით მოგივარდათ!“

თეგები: ლალი მოროშკინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

15:46 05-22-2026
“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
ახალი ამბები

“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის

14:35 05-22-2026
საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე -თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე -თიბისი

14:18 05-22-2026
“არქიმ” 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
ახალი ამბები

“არქიმ” 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა

12:30 05-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved