• რეკლამა
  • კონტაქტი
17:38, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი %–ით იზრდება აპარტამენტების ბეგარა და რა ხერხით ზრდის მას “ოცნების” მთავრობა?

ალია ავტორი - ალია
14:38 05-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
110

ფინანსთა სამინისტრომ ფიზიკური პირების მიერ უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრის საკითხზე საჯარო გადაწყვეტილება მიიღო და განმარტა, რა კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩაითვლება თუ არა ქონება საცხოვრებელ ბინად ან სახლად.

გადაწყვეტილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ე.წ. აპარტამენტების მფლობელებისთვის, რადგან გარკვეულ შემთხვევებში მათთვის გადასახადის განაკვეთი შესაძლოა ოთხჯერ გაიზარდოს.

დადგენილი წესის მიხედვით, საცხოვრებელ ბინად ან სახლად ჩაითვლება მხოლოდ ის უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთეულს, საცხოვრებლად გამოსაყენებელია, უზრუნველყოფილია შესაბამისი საინჟინრო კომუნიკაციებით და არ წარმოადგენს სხვა საქმიანობის ფუნქციურ ნაწილს. ამასთან, სასტუმროს ინფრასტრუქტურაში არსებული ფართები საცხოვრებელ ბინად აღარ განიხილება.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, გადაწყვეტილება პირდაპირ შეეხება სასტუმროს ტიპის კომპლექსებში არსებულ აპარტამენტებს. თუ მსგავსი ქონება ეკონომიკურ საქმიანობაში გამოიყენებოდა ან გაქირავებული იყო, მისი გაყიდვისას ფიზიკურ პირს შესაძლოა 5%-ის ნაცვლად 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდა მოუწიოს.

ექსპერტების შეფასებით, ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, ვინც აპარტამენტებს საინვესტიციო მიზნით ფლობს, რადგან დაბეგვრის რეჟიმი მნიშვნელოვნად იცვლება და ქონების სტატუსის განსაზღვრა გადამწყვეტ ფაქტორად იქცევა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved