• რეკლამა
  • კონტაქტი
03:55, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბრიუსელში ისტორიული შენობა „ეგიდიუმი“ მამუკა ხაზარაძის ოჯახმა შეიძინა – La DH

ალია ავტორი - ალია
15:02 05-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
215

ბრიუსელის მუნიციპალიტეტ სენ-ჟილში მდებარე საკულტო შენობა „ეგიდიუმი“ რომელიც წლებია დაკეტილია, ქართველი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, მამუკა ხაზარაძის ოჯახმა შეიძინა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური გამოცემა La DH-ზე დაყრდნობით BruxellesToday ავრცელებს.

ახალი მფლობელები აცხადებენ, რომ ნაგებობას კულტურულ და ისტორიულ ფუნქციას დაუბრუნებენ.

ხაზარაძეების ოჯახის განმარტებით, შენობა პირვანდელი სახით აღდგება და მოეწყობა საზოგადოებრივ-კულტურული ღონისძიებებისა და მაღალი რანგის შეხვედრების ორგანიზებისთვის განკუთვნილი სივრცეები. პროექტის მიზანია, შეიქმნას „საქართველოს სახლი ევროპაში“ — ცენტრი, რომელიც მოემსახურება საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების შექმნას და ქართული დიასპორის ინტერესებს. პროექტი ეფუძნება რწმენას, რომ კულტურა, ისტორიული მეხსიერება და ხალხებს შორისურთიერთობა ხშირად უფრო ძლიერია, ვიდრედროებითი პოლიტიკური გამოწვევები.

„ეგიდიუმი ისტორიითა და ემოციებით დატვირთული ადგილია. ჩვენი სურვილია, აღვადგინოთ ის ისე, რომ შევუნარჩუნოთ თავისი პირვანდელი სული“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე La DH-თან საუბარში.

ახალი მფლობელები ხაზს უსვამენ ბრიუსელსა და საქართველოს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსაც. მათი თქმით, მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც შენობას ჯერ კიდევ „დიამანტ პალასი“ ერქვა, აქ ქართული ღონისძიებები უკვე იმართებოდა.

„ეგიდიუმის“ გახსნის ზუსტი თარიღი და სამომავლო პროექტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, იდეის ავტორები აცხადებენ, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ როგორც ბრიუსელის ხელისუფლებასთან, ისე ბელგიელ და ქართველ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.(ბიემჯი)

თეგები: მამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved