• რეკლამა
  • კონტაქტი
04:52, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კობახიძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე – „ეს არის ხალხის ფული, რამაც შეიძლება შეგვაკავოს, არის პასუხისმგებლობა ხალხის მიმართ“

ალია ავტორი - ალია
12:48 05-19-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 თუ 60 მილიონი, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც საკუთარი, პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული. ერთადერთი, რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტის საჭიროებას ეხებოდა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათთვის პოლიტიკურად მომგებიანი იქნებოდა თანხის გაცემა, თუმცა ბიუჯეტის ფულით ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას არ უნდა შეეწყოს ხელი.

„მზად ვართ ვისაუბროთ ყველასთან, პირველ რიგში, ბუნებრივია, მზად ვართ ვისაუბროთ პატრიარქთან ყველა თემასთან დაკავშირებით და კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს დღეს კონკრეტული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ვინმე სხვა რამეში დაგვარწმუნებს, ბუნებრივია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საგულისხმოა ნებისმიერი პოზიცია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას, პატრიარქს ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. მზად ვართ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ კონკრეტულ თემაზე.

რაც შეეხება თანხას, ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 მილიონი, თუ 60 მილიონი, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც საკუთარი, პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი, რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხის პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, გადასახადის გადამხდელების მიმართ. ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, აგვეღო ეს 50 მლნ და დაგვეხარჯა. ეს იქნებოდა ყველაზე მარტივი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი. მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ იმაზე, რომ მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები, რომლებიც მობილიზებულია ბიუჯეტში, ხალხის შენატანების საფუძველზე. ეს ხალხის ფულია. საუბარია საკმაოდ დიდ თანხაზე, დაახლოებით 50 მლნ-ზე, რომელიც ყოველწლიურად უნდა დაიხარჯოს. აქ უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა, ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და ამ თანხის დახარჯვამ მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ ამ თანხით ჩვენ შეიძლება უბრალოდ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია. ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. თუ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ამ თანხით შესაძლებელია ხელშესახები შედეგის მიღწევა, ამ შემთხვევაში რაზეა საუბარი. მაგრამ თუ გვექნება იმის განცდა, რომ ეს თანხა შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

იყო საქართველოში შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ სცადა იოლი გამოსავლის გზით წასვლა და წლების განმავლობაში ამაში დაიხარჯა ხალხის მრავალი მილიონი, რომელსაც არ მოაქვს ხელშესახები შედეგი. არ მინდა დავკონკრეტდე, რა მიმართულებაზეა საუბარი. თავის დროზე მთავრობამ მიიღო ხალხის ზეწოლის საფუძველზე, საზოგადოების ნაწილის ზეწოლის საფუძველზე კონკრეტული გადაწყვეტილება, დაიხარჯა ათეულობით მილიონი იმაში, რასაც არ მოაქვს შედეგი. თუ მთავრობა ამ გზით განაგრძობს სიარულს, შეიძლება გაჩნდეს ფარმაცევტული მაფიის ახალ-ახალი ინიციატივები, რომლებსაც კიდევ ერთხელ შეიძლება არ მოჰქონდეს არავითარი შედეგები, გარდა ერთისა – ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებისა. თუ ფარმაცევტული მაფია დაინახავს მთავრობის სისუსტეს, მილიარდ ლარამდეც კი შეიძლება ავიდეს იმ თანხების საერთო მოცულობა, რომელიც ხმარდება არა კონკრეტულ შედეგს, არამედ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას. მთავრობამ უნდა იზრუნოს ხალხის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თითოეული თეთრის რაციონალურად გახარჯვაზე და არცერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს ფარმაცევტულ მაფიას. ასევე, ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, წარმოიდგინეთ, რომ არის კონკრეტული მედიკამენტი, რომლის ღირებულებაა 3 მლნ დოლარი, ან მეორე მედიკამენტი, რომლის ღირებულებაა 700 ათასი დოლარი. ამ წამლების თვითღირებულება ორივე შემთხვევაში არის მაქსიმუმ 300-700 დოლარი, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მასშტაბის მაფიაზეა საუბარი?!“- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, დაიგეგმება თუ არა შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და ბავშვების მშობლებს შორის, კობახიძის თქმით, უმჯობესია ეს შეხვედრა შედგეს ჯანდაცვის სამინისტროში.

„სადაც არის შესაბამისი ექსპერტული ცოდნა, ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო. უმჯობესია, რომ ეს კონსულტაციები გაგრძელდეს სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსთან. ეს კონსულტაციები წარმოებდა და მზაობა დღესაც არსებობს. სადაც არის ექსპერტული ცოდნა, სჯობს იქ გაგრძელდეს კონსულტაციები და არა წმინდა პოლიტიკურ ჭრილში. შესაბამისად, ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ფორმატში გაგრძელდეს ამ საკითხზე კონსულტაციები“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved