ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია:
,,ქურდობა და ძარცვა გახშირდა! პოლიცია უმოქმედოდაა!
ჩემს მეგობრს ბინა გაუტეხეს, გაიტანეს ძვირფასი ნივთები. მოვიდა პოლიცია და განცხადებაც არ მიიღო, სად ვეძებოთ ახლაო.
-იქნებ ანაბეჭდები აიღოთ, რაიმე მოიმოქმედოთ, აღშფოთდა დაზარალებული.
-ახლა დაგილუქავთ ორი კვირით ბინას, სადაც გინდათ იცხოვრეთ. გინდათ პრობლემები?!
აი ეს იყო პასუხი კრიმინალისტებისგან.
მოკლედ შერჩათ ხახვივით ნაქურდალი ყაჩაღებს. ეს თბილისში ხდება.
დღეს კი გავიგე, ახლობლის ბათუმის ბინა გაუქურდიათ… მერამდენეს ვიგებ…
პლატოზე იგივე ხდება. სამეზობლო კამერების ფულს აგროვებს. დაგვიბრუნდა 90-ნები.
მთავარია ტროტუარზე არ ვიდგეთ და გზა არ გადავკეტოთ…
საქართველოს მთავრობა
შინაგან საქმეთა სამინისტრო”














კომენტარები