• რეკლამა
  • კონტაქტი
03:11, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თავისა და სახის არეში მირტყამდა” – 52 წლის ქალი ივანიშვილის დაცვის ყოფილ წევრს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

ალია ავტორი - ალია
18:13 05-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
282

ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ წევრს ფიზიკურ ძალადობაში ამხელენ.  დაზარალებული ქალი ამტკიცებს, რომ გიორგი ძიძიკაშვილმა მასზე სასტიკად იძალადა. მისი თქმით, დაპირისპირების მიზეზი ქონებრივი დავა გახდა. ასევე ცნობილია, რომ კონფლიქტში მონაწილე პირები ერთმანეთის ნათესავები არიან – ინფორმაციას ,,ტვ პირველი” ავრცელებს.

ელენა ზაუზოვკოვა ყვება, რომ ნათესავი მას თავს ღამის საათებში დაესხა და გამეტებით სცემა.

52 წლის ქალს ხელთ, მისი თქმით, აქვს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ინციდენტიდან მეორე დღეს ჩატარდა და მიღებულ დაზიანებებს ასახავს. თუმცა, მიუხედავად არსებული დოკუმენტაციისა, ქალი სამართალდამცავებს არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებს.

დაზარალებული ირწმუნება, რომ გიორგი ძიძიკაშვილი მხოლოდ გამოკითხეს და მალევე გაათავისუფლეს.

ღამის საათები იყო, უკვე ვიწექი, ახალ ჩაძინებული ვიყავი. მომვარდ ა, გადმომაგდო საწოლიდან და თავისა და სახის არეში დამიწყო გამეტებით რტყმა. ცემის დროს მეუბნებოდა, რომ წავსულიყავი სახლიდან, მეორე დღეს დაბრუნდებოდა და თუ დავხვდებოდი, ადგილზე მომკლავდა. სახლის დატოვებას მაიძლებდა, მემუქრებოდა, რომ არ მეყვირა, არ მეთქვა ეს ყველაფერი პოლიციისთვის. რა თქმა უნდა, მეორე დრესვე წავედი პოლიციაში, დავაფიქსირე ჩემზე ძალადობის ფაქტი და აღწერეს დაზიანებები, გადამიყვანეს ექსპერტიზაზეც. ის გამოჰკითხხეს და გაუშვეს. ის არის ჩემი მეუღლის ძმის სიძე, მუშაობდა ივანიშვილის დაცვის სამსახურში და ვფიქრობ, რომ ამით სარგებლობს და იყენებს გავლენებს, – ამბობს ქალი. 

“პირველებმა” ინფორმაციის გადამოწმება სცადა თავად ბრალდებების ადრესატთანაც, მასთან სახლში მივიდა, თუმცა გიორგი ძიძიკაშვილმა საუბარი არ ისურვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved