ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე, ტვ პირველთან, ინგა გრიგოლიას კითხვის პასუხად, 26 მაისის დაანონსებულ მსვლელობაზე საუბრობს და ამბობს:
წუხილებით დავიწყებ მორიდების გარეშე, მე არ მიმაჩნია, რომ დიდი დღესასწაულებების მისაკუთრება, კონკრეტული პარტიების, თუ ალიანსების მიერ იყოს სწორი, არ მიმაჩნია, რომ თარიღების გამოკიდება იყოს სწორი და რადგან ამ ვითარებამ შეიძინა მხოლოდ პარტიული ელფერი… დაანონსდა, ჩვენ გულწრფელად ყველაფერს ვეცნობით, ითქვა, რომ ერთად გადავწყვიტოთ დავაყენოთ არჩევნების თუ ბოიკოტის საკითხი და ასე შემდეგ… ბევრი გერსია დატრიალდა.
თუ ესეთი პარტიული დღის წესრიგი შეიძინა ამ ყველაფერმა, ჩვენ საკუთარ თავს ვერ ვხედავთ ამ მსვლელობაში. ჩვენ ვიქნებით დამოუკიდებლობის დღეს ბევრგან რუსთაველის გამზირზე, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, გორში, მაგრამ არ ვიქნებოთ წარმოდგენილი იმ საპროტესტო მარშზე, რომელიც პარტიული ხაზებით არის გამორჩეული.














კომენტარები